იან კელი ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის შეჩერებაზე - ერთპარტიული მმართველობის მზარდი აჩრდილი აედევნა საქართველოს

საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩი იან კელი ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერებას ეხმაურება.„ერთპარტიული მმართველობის მზარდი აჩრდილი აედევნა საქართველოს“, - წერს იან კელი „ტვიტერზე“ და თან ინფორმაციას აზიარებს, სადაც ნიკა მელიასთვის პარლამენტის მიერ იმუნიტეტის შეჩერებაზეა საუბარი.

ამ თემას იან კელი კიდევ ერთ პოსტს უძღვნის. იგი აზიარებს სახალხო დამცველის განცხადებას, სადაც ომბუდსმენი მოუწოდებს პარლამენტს, არ გასცეს თანხმობა ნიკა მელიას მიმართ პატიმრობის გამოყენებასთან დაკავშირებით, შემდეგი ტექსტით: „პრიორიტეტი უნდა მიენიჭოს პარლამენტს, რომელიც წარმოადგენს ქართველი ხალხის ნებას. მთავრობამ უნდა ჰკითხოს საკუთარ თავს, ამ ნაბიჯით მიიღწევა თუ არა ეს მიზანი“.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა დეპუტატ ნიკა მელიას სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერებას მხარი დაუჭირა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - საქართველო ახლა ცოტა ჰაერშია გამოკიდებული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.03.2026
Shopify-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოსა და კავკასიის რეგიონში eCommerce 360 გახდა
ჩაირთე სილქნეტის დაბადების დღეზე სპეციალური შეთავაზებები ექსკლუზიური პირობით
საქართველოში Kinkladze Foundation დაფუძნდა - ინიციატივა ახალგაზრდების გაძლიერებასა და მასობრივი ფეხბურთის განვითარებას ემსახურება
სააქციო საზოგადოება „ნიკორა“ რებრენდინგის შედეგად საქმიანობას „ნიკორა მენეჯმენტ ჯგუფის“ (NMG) სახელით განაგრძობს