იაგო ხვიჩია - ნიკა მელიას საქმეზე ხელისუფლება და ოპოზიცია ბავშვებივით ერთმანეთს ეჭიმებიან - ოპოზიცია, იძახის: „თუ მაგარი ხარ, დამიჭირე და თუ ვერ გაბედავ, ჩმორი“, ხელისუფლებაც ამაზე გოიმივით ვარდება

ნიკა მელიას საქმე არის საქმე, სადაც ხელისუფლება და ოპოზიცია ნაცვლად იმისა, რომ დაილაპარაკონ და მტყუან-მართალზე შეთანხმდნენ, პატარა ბავშვებივით ერთმანეთს ეჭიმებიან, - ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ განაცხადა.

ხვიჩიას შეფასებით, ნიკა მელიას საქმის ირგვლივ განვითარებული მოვლენები „ჩვეულებრივი სპექტაკლია“.

„როგორც მოსალოდნელია, გრძელდება ჩვეულებრივი სპექტაკლი, რომელსაც 9 წელია ვუყურებთ და რომელსაც, სინამდვილეში ამ ქვეყანაში ეწირება მოსახლეობის ინტერესი. ჩვენ ვიცით, რომ როგორც კი კრიზისში შევა „ნაციონალური მოძრაობა“ და თითქოს აღარ აქვს სვლები და დაიწყებენ მუქარას, რომ გაზაფხულზე ამას და იმას ვიზამთო, ამ დროს გამოჩნდება მშველელი, საქართველოს ხელისუფლება და მოაწყობს ისეთ რაღაცას, რომელიც აქტუალურობას სძენს კრიზისში მყოფ ოპოზიციას, რომელსაც რეალურად ჩხუბი უნდა და არა დისკუსიაში შესვლა ან მტყუან-მართლის გარკვევა. ნიკა მელიას საქმე არის საქმე, სადაც ხელისუფლება და ოპოზიცია ნაცვლად იმისა, რომ დაილაპარაკონ და მტყუან-მართალზე შეთანხმდნენ, პატარა ბავშვებივით ერთმანეთს ეჭიმებიან. ერთი აქედან ოპოზიცია, რომელიც იძახის, რომ თუ მაგარი ხარ აბა დამიჭირე და თუ ვერ გაბედავ „ჩმორი“ ხარ და მეორე მხრიდან ხელისუფლება, რომელიც ამაზე გოიმივით ვარდება და ვერ ითმენს, რომ შური არ იძიონ და თავიანთი არ „გაისწორონ“ . ამ კლოუნადაში ვმონაწილეობთ“, - განაცხადა ხვიჩიამ.

ამასთან, მისივე თქმით, „ხელისუფლებამ ნიკა მელიას საქმე მაშინ გააცოცხლა, როცა მიხვდა, რომ ოპოზიციასთან კომპრომისზე წასვლა უწევდა“.

„ორი თვეა პროკურატურა წყნარად იყო ხმა არ ამოუღია და რაღაც დროის შემდეგ, რაც მიხვდნენ, რომ ხელისუფლებას უწევდა კომპრომისებზე წასვლა და შეთანხმების მიღწევა და მათ წინააღმდეგ უკვე გროვდებოდა არგუმენტები, რითაც გამტყუნდებოდნენ. ამ დროს, ხელისუფლებამ არც აცია, არც აცხელა და გააცოცხლა ნიკა მელიას საქმე და ასე ცდილობს შეთანხმების ჩაშლას“, - განაცხადა ხვიჩიამ.

ცნობისთვის, პარლამენტმა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერებას მხარი დაუჭირა. საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ თბილისის საქალაქო სასამართლოს ნიკა მელიას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობით უკვე მიმართა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა