გივი მიქანაძე მელიაზე - თუკი გირაოს არ იხდის, კიდევ გირაოს გაზრდა რისი მომცემია?

თუკი გირაოს არ იხდის, კიდევ გირაოთი გაზრდა, რისი მომცემია? მითუმეტეს, როდესაც ადამიანი აცხადებს, რომ მე ამას არ გადავიხდიო - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გივი მიქანაძემ განაცხადა.

მან „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განმარტა ის საფუძვლები, რის გამოც წინა შემთხვევაში, ნიკა მელიასთვის გირაოს თანხის გაზრდა მოხდა.

„როცა 1-ელ ნოემბერს, ნიკა მელიას მიერ პროვოკაციული სპეკულაციური ჟესტი გამოვლინდა, მან სამაჯური საჯაროდ მოიხსნა და გადააგდო, პროკურატურას შეეძლო, რომ სასამართლოსგან აღკვეთის ღონისძიების დამძიმება მოეთხოვა. გირაოს თანხის დამატება მოხდა, გირაოს თანხის დამატებაზე შუამდგომლობა დადგა მას შემდეგ, რაც გაანალიზებულ იქნა ის 16 თვე, როდესაც ნიკა მელია კანონმორჩილად იქცეოდა, არანაირი პრობლემა გამოძიებისთვის არ შეუქმნია. სწორედ ამიტომ იქნა მოთხოვნა, არა წინასწარი პატიმრობის, არამედ გირაოს გაზრდის, რომელიც სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა. მოთხოვნილი იყო 70 000 ლარით გაზრდა, საბოლოო ჯამში კი სასამართლომ 40 000 ლარით გაზარდა. ახლა რა ხდება - როდესაც გირაო გაიზარდა და გირაო აღარ იხდება, პროკურატურა ვალდებულია სსკ-ის 200 მუხლის საფუძველზე მოითხოვოს დამძიმება“, - აღნიშნა მიქანაძემ.

ცნობისთვის, პარლამენტმა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელია სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერებას მხარი დაუჭირა. საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ თბილისის საქალაქო სასამართლოს ნიკა მელია მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობით უკვე მიმართა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა