ლევან ხაბეიშვილი - არა სასამართლოს, არამედ პოლიტიკურ ვერდიქტს ველოდებით - თუ ეცდებიან ტყვედ და მძევლად აიყვანონ ნიკა მელია, მიიღებენ ადეკვატურ პასუხს

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, ნიკა მელიას საქმეზე არა სასამართლოს, არამედ პოლიტიკურ ვერდიქტს ელოდებიან.

როგორც მან პარტიის ოფისში მედიასთან განაცხდა, თუ ეცდებიან, ნიკა მელია ტყვედ და მძევლად აიყვანონ, მიიღებენ ადეკვატურ პასუხს.

"მოლოდინზე საუბარი რთულია, იქიდან გამომდინარე, რომ "ქართული ოცნება" სამართლებრივი სივრციდან გასულია. ძნელია ივარაუდო, რას გააკეთებენ. პოლიტიკურად და მორალურად რამდენად აქვთ სახე, საზოგადოებამ თავად გადაწყვიტოს. მითუმეტეს მას შემდეგ, რაც პარლამენტმა, ახლა უკვე ახალი მოწვევის "ქართული ოცნების" დეპუტატებმა მეორეჯერ შეუჩერეს მანდატი ნიკა მელიას.ველოდებით მათ გადაწყვეტილებას, ვნახოთ, როდის ჩაინიშნება სასამართლო, რა გადაწყვეტილებებს მიიღებენ. თუმცა, პირდაპირ ვთქვათ, ჩვენ სასამართლოს ვერდიქტს კი არ ველოდებით, არამედ პოლიტიკურ ვერდიქტს, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი გამოიტანს, შესაბამისად, ეს ადამიანები, რომლებიც მის მონურ მორჩილებაში არიან, შეეცდებიან ამის აღსრულებას. რაც შეეხება ჩვენს ნაბიჯებს, პირდაპირ, ღიად ვამბობთ: უკანონოდ მძევალს, ტყვეს, ნიკა მელიას არ გავატანთ, რადგან აქ ვერ ჩატარდება დაკავების ოპერაცია, მარტივი რამის გამო, სამართლებრივად ამ ადამიანის დაკავება, შეუძლებელია. არ არსებობს ბუნებაში, რაიმე დანაშაული, რომელიც ჩაიდინა ნიკა მელიამ, ან რის გამოც, შეიძლება წინასწარ პატიმრობაში იყოს. შესაბამისად, თუ ისინი ეცდებიან ძალაზე, ტყვედ და მძევლად აიყვანონ ნიკა მელია, მიიღებენ შესაბამის, ადეკვატურ პასუხს" , .- განაცხადა ხაბეიშვილმა.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა