პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში მაია ცქიტიშვილს მოუსმენენ

პარლამენტი დღეს, 17 თებერვლის პლენარულ სხდომაზე, “მინისტრის საათის“ ფორმატში, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს მაია ცქიტიშვილს მოუსმენს. ცქიტიშვილი სესიაზე მუშაობის ანგარიშს წარადგენს.

“მინისტრის საათი“ წელიწადში ერთხელ, მთავრობის წევრების პლენარულ სხდომაზე სამთავრობო პროგრამის შესრულების თაობაზე მოხსენებით გამოსვლას გულისხმობს.

2021 წელს აღნიშნულ ფორმატში მინისტრებს შემდეგი განრიგით მოუსმენენ: შინაგან საქმეთა მინისტრი - 2-5 მარტი; განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი - 16 – 19 მარტი; ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი - 13-16 აპრილი; შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი - 27-29 აპრილი; თავდაცვის მინისტრი - 11-14 მაისი; ფინანსთა მინისტრი - 8-11 ივნისი; საგარეო საქმეთა მინისტრი - 7-10 სექტემბერი; იუსტიციის მინისტრი - 21-24 სექტემბერი; გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი - 30-3 დეკემბერი; ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი - 14-17 დეკემბერი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო