კახაბერ საბანაძემ პროექტში - „საზოგადოებასა და პოლიციას შორის ნდობის გაზრდა“ მონაწილეობა მიიღო

შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, კახაბერ საბანაძემ პროექტში - „საზოგადოებასა და პოლიციას შორის ნდობის გაზრდა“ მონაწილეობა მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას შს სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

ონლაინღონისძიებაში, რომელიც ვიდეოკონფერენციის ფორმატში გაიმართა, ასევე მონაწილეობდნენ ნიდერლანდების სამეფოს ელჩი საქართველოში მააიკე ვან კოლდამი და საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის (GCSD) წარმომადგენლები.

„ვიდეოკონფერენციის მონაწილეებმა პროექტის ფარგლებში განხორციელებულ ღონისძიებებზე იმსჯელეს და ხაზი გაუსვეს მართლწესრიგის ოფიცრების შესაძლებლობების გაძლიერებაში მათ მნიშვნელობას. შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, კახაბერ საბანაძემ მადლობა გადაუხადა ნიდერლანდების სამეფოს ელჩს საქართველოში საზოგადოებაზე ორიენტირებული საპოლიციო საქმიანობის ინსტიტუტის გაძლიერებაში შეტანილი წვლილისთვის და სამომავლო თანამშრომლობის მზაობა გამოხატა.

აღნიშნული პროექტი საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს დაფინანსებითა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტთან მჭიდრო თანამშრომლობით, 2018 წლიდან ხორციელდება. იგი მიზნად ისახავს მართლწესრიგის ოფიცრის ინსტიტუტის განვითარების ხელშეწყობას”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს