გიორგი ხანიშვილი - ჩვენი ამოცანაა, კიდევ უფრო გავზარდოთ როგორც ადგილობრივი აგროწარმოება, ისე ექსპორტის მაჩვენებლები

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე, გიორგი ხანიშვილი იმერეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულს, ზვიად შალამბერიძეს შეხვდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრაზე სასოფლო-სამეურნეო და გარემოს დაცვის მიმართულებით მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები განიხილეს. მათივე ცნობით, ყურადღება გამახვილდა რეგიონში არსებულ პოტენციალსა და პრიორიტეტული დარგების განვითარებაზე. აღინიშნა, რომ სახელმწიფო წელსაც განახორციელებს აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო მასშტაბურ ღონისძიებებს, სადაც უმნიშვნელოვანესი იქნება ადგილობრივი თვითმმართველობების აქტიური ჩართულობა.

„2020 წელი, იმერეთში, ისევე როგორც ქვეყნის სხვა რეგიონებში, აგრარულ სექტორში წარმოების თვალსაზრისით, წარმატებული იყო. ჩვენი ამოცანაა, კიდევ უფრო გავზარდოთ როგორც ადგილობრივი აგროწარმოება, ისე ექსპორტის მაჩვენებლები“, - განაცხადა გიორგი ხანიშვილმა.

ზვიად შალამბერიძემ აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებებში ადგილობრივი თვითმმართველობების ჩართულობაზე ისაუბრა. სახელმწიფო რწმუნებულმა რეგიონისთვის სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობის სახელმწიფო პროექტების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. შეხვედრას სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი ზურაბ ჩეკურაშვილი ესწრებოდა. ზურაბ ჩეკურაშვილის განცხადებით, იმერეთის რეგიონში, ფაროსანასთან ბრძოლის მოსამზადებელი სამუშაოები უკვე მიმდინარეობს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს