გიორგი ბოტკოველი ნიკა მელიაზე - ეს არის ბრალი, რომელიც შეთითხნილია და შექმნილი იმისთვის, რომ ბოლომდე გაანადგურონ ქართული სახელმწიფოებრიობა

ეს არის ბრალი, რომელიც არ არსებობს, ეს არის ბრალი, რომელიც არის შეთითხნილი და შექმნილი იმისთვის, რომ ბოლომდე გაანადგურონ ქართული სახელმწიფოებრიობა და დასაჯონ არა ნიკა მელია, არამედ ყველა ის ადამიანი, რომელიც 20 ივნისს იდგა იქ და გამოთქვამდა თავის სამართლიან პროტესტს,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გიორგი ბოტკოველმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობა ყველა კანონიერ გზას გამოიყენებს იმისთვის, რომ „ქართულ ოცნებას“ თავისი ჩანაფიქრის აღსრულებაში ხელი შეუშალოს და ნიკა მელიას დაკავების უფლება არ მისცეს. ბოტკოველის განცხადებით, ხელისუფლება ნიკა მელიას დაპატიმრებას ვერ შეძლებს.

„ქართული ოცნების“ მხრიდან არაფერი მოულოდნელი არ არსებობს, მაგრამ ერთი რამეა მთავარი, ის გადაწყვეტილება, რომელიც გუშინ მიიღო ე.წ არალეგიტიმურმა პარლამენტმა, დარწმუნებულ ვარ, გახდება კიდევ ერთი დამატებითი საკითხი ამ პარლამენტის არალეგიტიმაციის, იმიტომ, რომ იქ მიღებულია გადაწყვეტლება არა რომელიმე კონკრეტული პარლამენტის წევრის მიმართ, ამ შემთხვევაში, ნიკა მელიას მიმართ, არამედ ამ ქვეყნის საწინააღმდეგოდ, რომელიც პირდაპირ ემსახურება რუსულ წარმომადგენლობას საქართველოში, ამ შემთხვევაში, „ქართული ოცნების“ ქმედებებს და გავრილოვის დავალებას, რომელიც მან მიიღო საკუთარი ხელმძღვანელობისგან და უკვე გადასცა „ქართული ოცნების“ წარმომადგენლობას. ეს არის ბრალი, რომელიც არ არსებობს, ეს არის ბრალი, რომელიც არის შეთითხნილი და შექმნილი იმისთვის, რომ ბოლომდე გაანადგურონ ქართული სახელმწიფოებრიობა და დასაჯონ არა ნიკა მელია, არამედ ყველა ის ადამიანი, რომელიც 20 ივნისს იდგა იქ და გამოთქვამდა თავის სამართლიან პროტესტს ამ ქვეყნის გადარჩენისთვის. ვერაფერს ვერ იზამს „ქართული ოცნება“, მთავარი არის ერთი რამე, სიმართლე დგას ამ შემთხვევაში, ნიკა მელიას მხარეს. ჩვენი ქმედება იქნება ყველაფრით გამართლებული, ის, რომ ჩვენ ნებისმიერი ჩვენი ქმედებით არ მივცემთ „ქართულ ოცნებას“ და ამ ხელისუფლებას უკანონო ქმედების განხორციელების უფლებას. ამ დღეების განმავლობაში მუდმივად არა მარტო ნიკა მელიას, არამედ ყველა ჩვენგანის მხრიდან ჟღერდება ერთი მთავარი რამ, რომ ვერანაირად ვერ განახორციელებს იმას „ქართული ოცნება“, რომ დააკავონ ნიკა მელია,“- განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა