კახა კალაძე - ე.წ. ყვითელი მარშუტკების ჩანაცვლება მიმდინარეობს, ორშაბათიდან დამატებით კიდევ 180 მიკროავტობუსი გავა ხაზებზე

მიმდინარეობს ე.წ. ყვითელი მარშუტკების ჩანაცვლება, ორშაბათიდან დამატებით კიდევ 180 მიკროავტობუსი გავა ხაზებზე და მოემსახურება თბილისის მოსახლეობას“,- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ, დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, სადაც სატრანსპორტო პოლიტიკაზე ისაუბრა.

როგორც კახა კალაძე აღნიშნავს, ყვითელი მიკროავტობუსები უმძიმეს მდგომარეობაშია.

„თქვენ იცით რომ შევიძინეთ 300 მიკროავტობუსი, მიმდინარეობს ე.წ. ყვითელი მარშუტკების ჩანაცვლება, რომელიც უმძიმეს მდგომარეობაშია და პრობლემას წარმოადგენს მგზავრებისთვის. ყველანაირი რესურსი ამოწურული აქვს ამ მიკროავტობუსებს. შესაბამისად, ჩანაცვლების პროგრამა დაწეყებულია, 300 ერთეული შესყიდულია, ამის პრეზენტაცია გვქონდა. 300 ერთეულიდან 120 მიკროავტობუსი უკვე ხაზზე იყო გაშვებული, ყველანაირი ტექნიკური შესაძლებლობებით არის აღჭურვილი, რაც მიკროავტობუსს სჭრიდება, ორშაბათიდან დამატებით კიდევ 180 მიკროავტობუსი გავა ხაზებზე და მოემსახურება თბილისის მოსახლეობას, რაც მნიშვნელოვანია. ჩვენი სატრანსპორტო პოლიტიკა ბევრი საინტერესო კომპონენტისგან შედგება. ავტობუსების ჩანაცვლება-განახლება დაწყებულია, წლის ბოლოს მთლიანად ჩანაცვლების პროცესი დასრულებული იქნება. შეყიდული გვაქვს ავტობუსები, ველოდებით მათ შემოსვლას და ყვითელი ავტობუსები აღარ ივლიან. პარალელარად მიმდინარეობს მიკროავტობუსების ჩანაცვლება, 300 ერთეული შეიძინა მერიამ“,-აცხადებს კახა კალაძე.

იხილეთ ვიდეო:

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო