საქართველოს ელჩი გიორგი ჯანჯღავა თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს მევლუთ ჩავუშოღლუს შეხვდა

საქართველოს ელჩი გიორგი ჯანჯღავა თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს მევლუთ ჩავუშოღლუს შეხვდა, სადაც მხარეებმა ქვეყნებს შორის არსებული ორმხრივი და მრავალმხრივი, მათ შორის, სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები და რეგიონში მიმდინარე პროცესები განიხილეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრაზე ხაზი გაესვა ახლო მომავალში დაგეგმილი მაღალი დონის ვიზიტებისა და შეხვედრების მნიშვნელობას.

მათივე ცნობით, მხარეებმა, კმაყოფილებით აღნიშნეს ორ ქვეყანას შორის არსებული მეგობრული ურთიერთობებისა და სტრატეგიული თანამშრომლობის დადებითი დინამიკა, რასაც ჯერ კიდევ გასულ საუკუნეში ჩაეყარა საფუძველი და ამ კონტექსტში, განსაკუთრებით აღინიშნა ანკარაში საქართველოს პირველი დიპლომატიური წარმომადგენლობის გახსნის 100 წლისთავის მნიშვნელობა.

ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ თავის მხრივ, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, კიდევ ერთხელ დაადასტურა თურქეთის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე, ქვეყნის ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციასთან დაკავშირებით.

უწყების ცნობით, შეხვედრის დასასრულს, მხარეები შეთანხმდნენ, რომ გააგრძელებენ მუშაობას, ორი ქვეყნის საკეთილდღეოდ, თანამშრომლობის კიდევ უფრო გასაღრმავებლად.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა