გლდანში, ისანში, დიდუბესა და მთაწმინდაზე მცხოვრებ 49 ოჯახს სიმბოლურ ფასად, 1 ლარად საცხოვრებელი ფართები გადაეცემა

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, გლდანში, ისანში, დიდუბესა და მთაწმინდაზე მცხოვრებ 49 ოჯახს სიმბოლურ ფასად, 1 ლარად გადაეცემა საცხოვრებელი ფართები. მან თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე კიდევ ერთხელ განმარტა, რომ სახელმწიფო მიწების მიტაცება და უკანონო მშენებლობები დაუშვებელია.

„ჩემი წინასაარჩევნო დაპირება იყო საცხოვრებელი ბინების, ფართების დაკანონება. ეს არის ოჯახები, ადამიანები, რომლებიც წლების განმავლობაში ამ საცხოვრებელ ფართებში ცხოვრობენ და პრობლემების, გარკვეული ბიუროკრატიული პრობლემების გამო ვერ ახერხებდნენ დაკანონებას.

ჩვენი წინასაარჩევნო დაპირება იყო, რომ ამ პრობლემას მოვაგვარებდით და დავიწყეთ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა, დავიწყეთ დაკანონებები. კიდევ ერთხელ ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ ეს არ ნიშნავს, ვიღაცამ სახელმწიფოს ქონება მიიტაცოს, მიწები დაიტაცოს და მასზე უკანონო მშენებლობები განახორციელოს, ხოლო შემდეგ მოხდეს მათი დაკანონება, ეს კატეგორიულად მიუღებელია და ჩვენ ამას არ დავუშვებთ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ოჯახებს, ადამიანებს, ვისაც აქვს პრობლემები საცხოვრებელთან დაკავშირებით, არსებობს შესაბამისი კრიტერიუმები, უნდა გააკეთოთ განაცხადი იმ რაიონის გამგეობებში, სადაც ცხოვრობთ და გამგეობა მოგცემთ იმის შესაძლებლობას, რომ იჯარა გადაგიხადოთ ან ვისაც დასაკანონებელი აქვს, მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ და დავუკანონოთ საცხოვრებელი ფართები. დღეს მინდა მოგაწოდოთ ინფორმაცია, რომ გლდანში, ისანში, დიდუბესა და მთაწმინდაზე მცხოვრებ 49 ოჯახს სიმბოლურ ფასად, 1 ლარად გადაეცემა საცხოვრებელი ფართები. ანუ, დაუკანონდებათ, რასაც ამდენი ხნის განმავლობაში ვერ ახერხებდნენ. ეს პროგრამა, რომელიც მართლაც ძალიან წარმატებულია, მომავალშიც გაგრძელდება“,-განაცხადა კალაძემ.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს