სოზარ სუბარი - ოპოზიციონერებს მოვუწოდებ, ნუ აქეზებენ ნიკა მელიას და ნუ შეიყვანენ ისეთ ჩიხში, რომელიც პირველ რიგში, მისთვის იქნება ძალიან მძიმე

ოპოზიციონერებს მოვუწოდებ, ნუ აქეზებენ ნიკა მელიას და ნუ შეიყვანენ ისეთ ჩიხში, რომელიც პირველ რიგში, მისთვის იქნება ძალიან მძიმე, - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა სოზარ სუბარმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მან ნიკა მელიას მოუწოდა, არ შეეშინდეს სასამართლოში მისვლის და დაემორჩილოს სასამართლოს გადაწყვეტილებას. სუბარის თქმით, კანონს წინ ვერავინ დაუდგება.

„რამდენადაც მოვისმინე, 16:00 საათზე არის პროცესი ჩანიშნული. კანონთან წინააღმდეგობას აზრი არ აქვს, მგონი ამაზე ყველანი ვთანხმდებით, ნიკა მელიას მოვუწოდებ დაემორჩილოს კანონს, ოპოზიციონერებს მოვუწოდებ, ნუ აქეზებენ ნიკა მელიას და ნუ შეიყვანენ ისეთ ჩიხში, რომელიც პირველ რიგში ნიკა მელიასთვის იქნება ძალიან მძიმე. ნიკა მელიას რა შემიძლია ვუთხრა - ნუ ეშინია, მივიდეს სასამართლოზე და გადაწყვეტილება რაც იქნება იმას დაემორჩილოს,"- განაცხადა სუბარმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი დღეს, 16:00 საათზე ჩაინიშნა. სასამართლო ნიკა მელიასთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების - გირაოს გადასინჯვაზე იმსჯელებს.

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ თბილისის საქალაქო სასამართლოს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობით გუშინ მიმართა.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს