სოზარ სუბარი - ოპოზიციას ეშინია, მათი ტყუილების გაბათილება არ უნდათ, მაგრამ მოვუწოდებ მაინც მიიღონ მონაწილეობა საგამოძიებო კომისიაში, მათთვის იქნება უკეთესი

ოპოზიციას ეშინია, მათი ტყუილების გაბათილება არ უნდათ და ამიტომ არ უნდათ საგამოძიებო კომისიაში მონაწილეობა, მაგრამ მოუწოდებ მაინც მიიღონ მონაწილეობა, მათთვის იქნება უკეთესი,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა სოზარ სუბარმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, კომისიის შექმნა მნიშვნელოვანია, რათა არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით ყველა კითხვას პასუხი გაეცეს.

„კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ოპოზიციას მიიღოს მაქსიმალური მონაწილეობა კომისიის მუშაობაში და მოვუწოდებ საერთაშორისო ორგანიზაციებს, სადამკვირვებლო ორგანიზაციებს რომ მაქსიმალურად მიიღონ მონაწილეობა კომისიის მუშაობაში. ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი იმ ტყუილების გასაფანტად, რომელიც არჩევნებთან დაკავშირებით გავრცელდა, მაგრამ თუ რამე სიმართლეა და ვინმე ფიქრობს, რომ სიმართლეა, ამისთვის კომისია არის ძალიან კარგი საშუალება.

გამოძიების პროცესი არის ღია, ყველაფერი გადაიცემა პირდაპირ ეთერში, ყველა კითხვა იქნება დასმული, თუ თქვენ, ჟურნალისტებს დაგებადებათ კითხვა, შეგიძლიათ მიაწოდოთ კომისიის წევრებს და ყველა სერიოზული კითხვა იქნება იქ განმეორებული. ყველა პირი, რომლის დაკითხვა იქნება საჭირო, იქნება ცესკო-ს წარმომადგენელი, ოპოზიციის, „ქართული ოცნების" წარმომადგენლები, დამკვირვებლები თუ სხვა, ყველა იქნება მოყვანილი, დაკითხული, თუ ექსპერტიზები იქნება საჭირო, ჩატარდება, ასე რომ პასუხგაუცემელი კითხვა და ეჭვის საფუძველი არ უნდა დარჩეს.

ოპოზიციიდან ვინ იქნება, გამოჩნდება. მე პირადად მოვუწოდებ ყველას, მიიღონ მონაწილეობა, ვიცი და თქვენც იცით, რატომ არ იღებენ მონაწილეობას - მათ ეშინიათ, 2 თვის განმავლობაში რასაც ლაპარაკობდნენ იმ ტყუილების გაბათილება არ უნდათ, მაგრამ მოუწოდებ მაინც მიიღონ მონაწილეობა, მათთვის იქნება უკეთესი,"- განაცხადა სუბარმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს