არჩილ თალაკვაძე - ჩვენს თანამოქალაქეებს კიდევ ერთხელ ვთხოვ, ყველამ ვატაროთ პირბადე, გავუფრთხილდეთ საკუთარი და ერთმანეთის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას

ჩვენს თანამოქალაქეებს კიდევ ერთხელ ვთხოვ, ყველამ ვატაროთ პირბადე, დავიცვათ საკუთარი და ერთმანეთის სიცოცხლე და ჯანმრთელობა! -ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, როცა მკაცრი შეზღუდვების თანდათანობით შემსუბუქება ხდება, პირბადის ტარებას განსაკუთრებული მნიშნელობა აქვს.

„ვიდრე გლობალურად ვაქცინაციის პროცესი დასრულდება, პირბადე გახლავთ კორონავირუსისგან დაცვის ყველაზე ხელმისაწვდომი და საიმედო საშუალება“, - აღნიშნა მან. არჩილ თალაკვაძემ ჯანდაცვის პროფესიონალებს და კოვიდ 19-თან ბრძოლაში ჩართულ ყველა სამსახურს მადლობა გადაუხადა და მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მოუწოდა რეკომენდაციების დაცვისკენ.

მისივე თქმით, სწორედ პირბადეების ტარებამ და ჯანდაცვის სამსახურების მიერ მოწოდებული წესების დაცვამ გახადა შესაძლებელი პარლამენტის შეუფერხებელი მუშაობაც.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო