გიორგი ვაშაძე - მივმართავ ირაკლი კობახიძეს: ეს არ არის პასუხისმგებლიანი დამოკიდებულება სახელმწიფოსთან მიმართებაში, ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა არის თქვენზე

მივმართავ ირაკლი კობახიძეს: ეს არ არის პასუხისმგებლიანი დამოკიდებულება თქვენს სახელმწიფოსთან მიმართებაში, ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა არის თქვენზე და ნუ გგონიათ, რომ არავინ დააყენებს თქვენს პასუხისმგებლობას პოლიტიკური პროცესის ესკალაციის გამო, - ამის შესახებ ,,სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ „ნაციონალური მოძრაობის” ოფისში მისვლის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, ერთიანობას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა და ცალკე აღებული ვერცერთი ძალა ვერ შეძლებს პროტესტის აგორებას, თუმცა მიზანი არის არა პროტესტი, არამედ შეთანხმების მიღწევა.

„დღეს მოვედი იმისთვის, რომ ჩემს კოლეგებთან გავიარო საერთო სამოქმედო გეგმა. ჩვენ უნდა ვიდგეთ ერთად, ჩვენი პროტესტი უნდა იყოს მშვიდობიანი და ვიაროთ შეთანხმების გზით, რაც არის ერთადერთი გზა იმისთვის, რომ ამ ჩიხიდან გამოვიდეთ. ვფიქრობ, გამოსავალი არის პოლიტიკურ ანგარიშსწორებაზე ხელის აღება, რიგგარეშე არჩევნების ჩატარება და ამ კრიტიკული სიტუაციის დამთავრება.

ფიზიკურად ბევრ პროტესტში მიმიღია მონაწილეობა, რომელიც იყო მშვიდობიანი, არაძალადობრივი და კანონის შესაბამისი. რა თქმა უნდა, ჩვენ მონაწილეობას მივიღებთ ნებისმიერ მშვიდობიან პროტესტში. თავში გონი და ჭკუა რომ ჰქონდეთ, დაპატიმრებაზე გადაწყვეტილება არ უნდა გამოიტანონ. თუ ისინი მიდიან ესკალაციის გზით, ეს მათი არჩევანია და სრული პასუხისმგებლობა ექნებათ. ერთიანობას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა, ცალკე აღებული ვერცერთი ძალა ვერ შეძლებს პროტესტის აგორებას, თუმცა ჩემი მიზანი არის არა პროტესტი, არამედ ნორმალურ ქვეყანაში ცხოვრება და შეთანხმების გზით სვლა. მივმართავ ირაკლი კობახიძეს: ეს არ არის პასუხისმგებლიანი დამოკიდებულება თქვენს სახელმწიფოსთან მიმართებაში, ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა არის თქვენზე და ნუ გგონიათ, რომ არავინ დააყენებს თქვენს პასუხისმგებლობას პროცესის ესკალაციის გამო“, - აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა