კარლ ჰარცელი მელიას საქმეზე - ამ შემთხვევას პოლიტიკურ ლანდშაფტზე ექნება ფართო გავლენა, რაც შეუძლებელს გახდის საერთო ენის გამონახვას და საერთო გამოსავლის პოვნას

ვხედავ რისკს, რომ მოვლენების არსებული განვითარებითა და არსებული ტრაექტორიით, ჩვენ შევალთ უფრო მეტ განხეთქილებაში, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა, კარლ ჰარცელმა, ნიკა მელიას საქმეზე საუბრისას განუცხადა.

ჰარცელი შიშობს, რომ ამ შემთხვევას პოლიტიკურ ლანდშაფტზე ექნება უფრო ფართო გავლენა, რაც შეუძლებელს გახდის საერთო ენის გამონახვას და საერთო გამოსავლის პოვნას.

„თვითონ იურიდიულ ნაწილზე კომენტარს არ გავაკეთებ. ეს არის მიმდინარე საკითხი და ყველას მხრიდან პროცესისადმი პატივისცემა უნდა იყოს გამომჟღავნებული. რა თქმა უნდა, უკანასკნელი რამდენიმე დღის განმავლობაში დავინახე, რომ პოლიტიკურ სივრცეში ტემპერატურა კვლავ ძალიან სწრაფად იმატებს. ვხედავ რისკს, რომ მოვლენების არსებული განვითარებითა და არსებული ტრაექტორიით, ჩვენ შევალთ უფრო მეტ განხეთქილებაში. ვშიშობ, რომ ამ შემთხვევას პოლიტიკურ ლანდშაფტზე ექნება უფრო ფართო გავლენა, რაც შეუძლებელს გახდის საერთო ენის გამონახვას და საერთო გამოსავლის პოვნას.

რაც შეეხება არსებული სიტუაციის შემადგენლებს, რამდენიმე ხაზგასასმელი არგუმენტია. ამ შემთხვევაში ორი საკითხი მინდა წინ წამოვწიო, ერთია სასამართლო სისტემის მიმართ უნდობლობისა და უპატივცემლობის ფაქტორი და მეორე პოლარიზაციის მაღალი ხარისხი. ეს ორი ფაქტორი ერთად დამანგრეველი კომბინაციაა. ვფიქრობ, რომ ეს საქართველოსა და საქართველოს დემოკრატიისთვის სახიფათო ტრაექტორიაა. მოვუწოდებ მხარეებს, რომ გააკეთონ განცხადებები, გადადგან ნაბიჯები იმისთვის, რომ უფრო მეტად არ გამწვავდეს არსებული ვითარება“, - აღნიშნა ჰარცელმა.

იხილეთ ვიდეო:

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა