"ევროპული საქართველოს" წევრის შოთა მათითაიშვილის განცხადებით, სოციალურ ქსელში ვასილ ჩიგოგიძეზე გაკეთებული განცხადების გამო, დეპუტატის ნათესავებმა შეურაცხყოფა მიაყენეს და სახლს ქვები დაუშინეს

"ევროპული საქართველოს" წევრის შოთა მათითაიშვილის განცხადებით, სოციალურ ქსელში საპარლამენტო უმრავლესობის წევრ ვასილ ჩიგოგიძეზე განთავსებული განცხადების გამო, ჩიგოგიძის ნათესავებმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და საცხოვრებელ სახლს ქვები დაუშინეს.

მისივე თქმით, აპირებს, რომ სამართალდამცავ ორგანოებს მიმართოს, თუმცა მათი ,,დიდი იმედი არ აქვს".

,,გუშინ საღამოს დავდე ნიკა მელიას მხარდასაჭერი პოსტი ფეისბუქ გვერდზე, სადაც ვამბობდი, რომ მხარს ვუჭერ ნიკა მელიას და განვაგრძობ ბრძოლას ერთგულად. ვახსენე, რომ ვასილ ჩიგოგიძე იყო ფარისეველი. არ გასულა რამდენიმე საათი, როდესაც კორპუსთან მომივარდნენ და დაიწყეს ჩემი მისამართით ლანძღვა-გინება, ქვების სროლა და მემუქრებოდნენ, რომ ჰქონდათ იარაღი მოტანილი და უნდა ესროლათ. რა თქმა უნდა, ამას არ ავყევი და სახლიდან არ გავსულვარ. ეს ადამიანები ხმაზე ვიცანი - ბიძაჩემი როგორ გალანძღეო, ვასილ ჩიგოგიძის დისშვილები იყვნენ, ერთი ბიჭი და ერთი გოგო. სავარაუდოდ, ვაპირებ, რომ სამართალდამცავ ორგანოებს მივმართო, თუმცა მათი დიდი იმედი არ მაქვს", - აღნიშნა შოთა მათითაიშვილმა

ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებით, მას „ქართული ოცნების“ დეპუტატი, ვასილ ჩიგოგიძე დაუკავშირდა და შეხვედრა სთხოვა.

როგორც მელიამ განაცხადა, ვასილ ჩიგოგიძე მას პირდებოდა, რომ კენჭისყრაზე მისი იმუნიტეტის შეჩერებას ხმას არ მისცემდა.

ამასთან, როგორც მელია აცხდებს, ვასილ ჩიგოგიძეს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში „ნაციონალური მოძრაობის“ რიგებიდან უნდა ეყარა კენჭი, თუმცა გადაწყვეტილება შეცვალა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა