ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, ნიკა მელიას საქმე წყალგამყოფია და ქვეყანა ან ოლიგარქიულ რეჟიმში გადაეშვება ან დემოკრატიული განვითარების ერთგული დარჩება

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, ნიკა მელიას საქმე წყალგამყოფია და ქვეყანა ან ოლიგარქიულ რეჟიმში გადაეშვება ან დემოკრატიული განვითარების ერთგული დარჩება.

როგორც ბეჟაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, პროკურატურა არსებულ ვითარებას პოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე იყენებს.

„მოლოდინი, რომ ივანიშვილის სასამართლო რაიმე ობიექტურ გადაწყვეტილებას მიიღებს, არ მაქვს. სამართლებრივი არგუმენტები არსებობს და ჩვენი ადვოკატები ამ არგუმენტებს წარადგენენ. ყველამ ვიცით, რომ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების ან დამძიმების აუცილებლობა არ იყო. პროკურატურა იყენებს ამ პროცესს და ამ სიტუაციის დამძიმებას პოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე. ერთია - სამართლებრივი არგუმენტაცია, კანონის მოთხოვნები და მეორე არის ის პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც, დარწმუნებული ვარ, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ სასამართლოს უკვე შეუკვეთა. ველოდებით 4-საათიან სასამართლო სხდომას. როდესაც წინააღმდეგობაზეა საუბარი, ვგულისხმობთ ბევრი მხარდამჭერის აქ ყოფნას და არა მხოლოდ ჩვენი მხარდამჭერების, არამედ სხვა ოპოზიცური პარტიების მხარდამჭების აქ ყოფნას. ყველა ხვდება, რომ ეს მომენტი არის წყალგამყოფი. ქვეყანა ან გადაეშვება ოლიგარქიულ და ერთპარტიულ რეჟიმში ან დარჩება დემოკრატიული განვითარების ერთგული.

საზოგადოებას მინდა მივმართო, რომ დღეს არის მართლა მომენტუმი, უნდა დავდგეთ ან სამართლის, ან ოლიგარქის მხარეს“,- განაცხადა ბეჟაშვილმა.

ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი დღეს, 16:00 საათზე ჩაინიშნა. სასამართლო ნიკა მელიასთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების - გირაოს გადასინჯვაზე იმსჯელებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა