ნინო წილოსანი ესტონეთის ელჩს შეხვდა

აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, საქართველო-ესტონეთის მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი ნინო წილოსანი ესტონეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, რიინა კალიურანდს შეხვდა. შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება აგრარულ სფეროში პარტნიორობას დაეთმო. როგორც ნინო წილოსანი აღნიშნავს, ესტონეთი ძალიან ინოვაციურია ბიოწარმოების კუთხით.

„ჩვენს ქვეყნებს ძალიან კარგი და ნაყოფიერი თანამშრომლობა აქვს. ამის დასტურია თუნდაც რამდენიმე საკვანძო რეფორმა, რომლებიც ესტონური მოდელის მიხედვით განვახორციელეთ საქართველოში და წარმატებულიც აღმოჩნდა. მე, როგორც საქართველო-ესტონეთის მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი წინა მოწვევის პარლამენტში და ამ მოწვევაშიც, ბუნებრივია, დაინტერესებული ვარ ესტონეთთან მჭიდრო თანამშრომლობით და ვიმედოვნებ, რომ სამომავლოდ ურთიერთკავშირები კიდევ უფრო გაფართოვდება და გაძლიერდება. ასევე აღსანიშნავია, რომ აგრარული მიმართულებით ესტონეთი ძალიან ინოვაციურია ბიოწარმოების კუთხით. რადგან ჩვენი კომიტეტის პრიორიტეტია აგრარულ სფეროში ბიოწარმოების ხელშეწყობა, ვფიქრობ, ამ მხრივაც მათი გამოცდილების და რჩევების გაზიარება საინტერესო იქნება და დიდად წაადგება ჩვენს სოფლის მეურნეობას“, - განაცხადა ნინო წილოსანმა.

მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში გარკვეული აქტივობებიც დაგეგმეს.

აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა