მამუკა მდინარაძე - რადიკალური ოპოზიციის პიარული პროექტი სახელწოდებით - “გაყალბებული არჩევნები“, ჩავარდა

რადიკალური ოპოზიციის პიარული პროექტი სახელწოდებით - “გაყალბებული არჩევნები“, ჩავარდა, - აღნიშნული განცხადება ფრაქცია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გააკეთა.

მდინარაძის თქმით, ამას მოწმობს ბოლო დღეების განმავლობაში “ნაციონალური მოძრაობის“ მიერ შეცვლილი მესიჯ-ბოქსი. როგორც მდინარაძე აცხადებს, ისინი ახლა სხვა მესიჯებზე გადავიდნენ და ცდილობენ, საზოგადოების აღშფოთების სხვა ე.წ. ნარატივით გამოწვევას.

“ჩვენ ამ თემას სულ ბოლომდე ჩავყვებით, რომ სადმე, რაიმე გაყალბდა, იყო თუ არა ვინმეს სასარგებლოდ სერიოზული გადახრა, იყო თუ არა სერიოზული დარღვევა და ხარვეზები, რასაც არჩევნების შედეგებზე შეიძლება გავლენა მოეხდინა. ამას ბოლომდე ჩავყვებით, რადგან ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, გვაქვს სუბიექტური ინტერესი, ვამხილოთ, რომ ეს იყო პიარული და ამავდროულად, თავხედური პროექტი. ჩვენი ლეგიტიმურად სუბიექტური ინტერესის გარდა, არსებობს სახელმწიფოებრივი ინტერესი, რომ გარკვეული ხარვეზები, რომლის გარეშეც მსოფლიოში არც ერთი არჩევნები არ არსებობს, გამოვლინდეს, რათა შემდგომი პრაქტიკა დაიხვეწოს და ხარვეზების აღმოფხვრაზე კიდევ უფრო კვალიფიციური მიდგომა გამოვიჩინოთ“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

პარლამენტი უმრავლესობის მიერ ინიცირებულ დადგენილების პროექტს იხილავს, რომელიც 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი დროებით საგამოძიებო კომისიის შექმნას ითვალისწინებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა