მაია ცქიტიშვილი - მინდა მივესალმო ოპოზიციას ამ დარბაზში და იმედი გამოვთქვა, რომ ოპოზიციის ის ნაწილი, რომელიც დესტრუქციული ქმედებებითაა დაკავებული, ასევე დაიკავებს პარლამენტში განკუთვნილ ადგილებს

მინდა შემთხვევით ვისარგებლო, მივესალმო ოპოზიციას ამ დარბაზში და იმედი გამოვთქვა, რომ ოპოზიციის ის ნაწილი, რომელიც დღეს ჯერ კიდევ ქუჩიდან დესტრუქციული ქმედებებით არის დაკავებული, ასევე დაიკავებს პარლამენტში განკუთვნილ ადგილებს,- ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც მას „მინისტრის საათის“ ფორმატში უსმენენ.

მაია ცქიტიშვილმა სიტყვით გამოსვლისას ევროკავშირის წევრობისთვის 2024 წელს განაცხადის წარდგენასა და ამ მიმართულებით რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს როლზე ისაუბრა.

„ჩემი გამოსვლა მე-10 მოწვევის პარლამენტის წინაშე არ არის პირველი, თუმცა, ახალი მოწვევის პარლამენტში პირველად იმართება „მინისტრის საათი“. სამთავრობო გუნდის გაცხადებული მიზანია ქვეყნის სტაბილური განვითარება და 2024 წელს ევროკავშირის სრულფასოვანი წევრობისთვის განაცხადის წარდგენა. ამ მხრივ, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მნიშვნელოვანი როლი აკისრია: ევროკავშირის ქვეყნებთან ფიზიკური კავშირის გაუმჯობესება, მათ შორის ინტეგრაცია ევროპის სატრანსპორტო ქსელში, ინფრასტრუქტურის განვითარება და რეგიონებში ეკონომიკური განვითარების დონის მიახლოება ევროპულ დონესთან, ევროპული ტიპის ადგილობრივი თვითმმართველობის ჩამოყალიბება და ინსტიტუციური დაახლოვება“,-აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო