„თბილსერვის ჯგუფი“ - გზის გაწმენდის სამუშაოები დედაქალაქის მასშტაბით სრული დატვირთვით მიმდინარეობს, იყრება ტექნიკური მარილი

დედაქალაქში მოსული უხვი ნალექის გამო, „თბილსერვის ჯგუფი“ გუშინდელიდან მოყოლებული თბილისის მუნიციპალიტეტის მასშტაბით სრული დატვირთვით მუშაობს. ამის შესახებ ინფორმაციას „თბილსერვის ჯგუფი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, ადგილზე სრულადაა მობილიზებული ტექნიკა, იწმინდება გზები და იყრება ტექნიკური მარილი.

„ჯერ კიდევ ღამით დაიწყო თბილისს შემოერთებული ტერიტორიებზე გზების გაწმენდა, მათ შორის გაიწმინდა კოჯორი, კიკეთი, ბეთანია, სამადლო, ტაბახმელა, წავკისი, წყნეთი, ბაგების დასახლება და დიდგორი, დიდი დიღომი. 300 ტონამდე ტექნიკური მარილი დაიყარა და იყრება დედაქალაქის მთავარ ქუჩებზე, ასევე, მაღლობზე განსახლებულ უბნებში. მათ შორის, ნუცუბიძის პლატოზე, ელიას მთაზე, ნაძალადევში, ნახალოვკის დასახლებაში, მთაწმინდაზე. გაწმენდილია ვაზისუბანი, ვარკეთილი, დიდი დიღომი, დიღომი და დიდუბე. სამწუხაროდ, დაფიქსირდა ხეების წაქცევის ფაქტები თბილისის სხვადასხვა რაიონში და შედეგების აღმოფხვრისთვის სრული დატვირთვით მუშაობს „ეკოსერვის ჯგუფი“. ასევე, მობილიზებულია თბილისის ყველა გამგეობა და ხორციელდება შიდა საუბნო გზების გაწმენდა. ზოგიერთ რაიონში და ქუჩაზე შეიქმნა საცობები. შექმნილ უამინდობას ემატება ის ფაქტი, რომ ძალიან ბევრი კერძო ავტომობილი გადაადგილდება ზამთრის საბურავების გარეშე, რაც დამატებით პრობლემას ქმნის.

მოვუწოდებთ მძღოლებს, ასეთ შემთხვევაში თავი შეიკავონ ქალაქში გადაადგილებისგან ან აღჭურვონ ავტომანქანა ზამთრის საბურავებით.

ჩვენ, თბილისის მუნიციპალიტეტი მზად ვართ ნებისმიერ თქვენ ზარს ვუპასუხოთ და მოვახდინოთ დროული რეაგირება საჭიროების შემთხვევაში. დაგვიკავშირდით, როგორც „თბილსერვის ჯგუფის“, ისე მერიის ცხელ ხაზებზე“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა