მაია ცქიტიშვილი - რეგიონებში სწრაფი განვითარების ხელშეწყობა ჩვენს უმთავრეს ამოცანად რჩება

რეგიონებში სწრაფი განვითარების ხელშეწყობა რჩება ჩვენს უმთავრეს ამოცანად, როგორც ჩვენი მოსახლეობის საკეთილდღეოდ, ისე ევროკავშირში ჩვენი ქვეყნის სრულყოფილი ინტეგრაციისთვის,- ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

როგორც მაია ცქიტიშვილმა “მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, ეკონომიკური განვითარებისა და ტურიზმის ხელშეწყობისთვის წელს 300 კმ-მდე შიდა გზის სარეაბილიტაციო სამუშოები დასრულდება.

„2021 წელს გავაგრძელებთ რეგიონების დამაკავშირებელი გზების მშენებლობას - ბაღდადი-აბასთუმანის, ხულო-ზარზმის, საჩხერე-ონის, ლენტეხი-მესტიის, თბილისი-შატილის ახალი გზები რეგიონებში ახალ შესაძლებლობებს შექმნიან. თითქმის დაცლილ სოფლებში ახალი ტურისტული პოტენციალი, სამუშაო ადგილები და მუდმივი შემოსავალი ჩნდება. 2021 წელსაც ვაგრძელებთ საბაზისო ინფრასტრუქტურის განვითარებას, მოსახლეობისთვის ღირსეული საცხოვრებელი პირობების და განვითარების შესაძლებლობების შექმნას.

ქალაქების მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ქუთაისში, ფოთსა და ზუგდიდში 200 კმ ქუჩების განახლება მიმდინარეობს. უკვე დასრულდა 45 ქუჩის რეაბილიტაცია და წელს დასრულდება დარჩენილი 70 ქუჩის რეაბილიტაცია“,-განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს