ხატია დეკანოიძე - კარლ ჰარცელის განცხადება დიპლომატიურ ენაზე საკმაოდ მწვავე განცხადებაა

"ნაციონალური მოძრაობის"წევრის ხატია დეკანოიძის განცხადებით, ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის მიერ გაკეთებული განცხადება ნიკა მელიას და სასამართლოს სისტემის მიმართ, დიპლომატიურ ენაზე ძალიან მწვავე იყო. მისი თქმით, ელჩმა ხაზი გაუსვა იმას, რომ საქართველოში სასამართლოს მიმართ ნდობა ძალიან დაბალია.

"ბატონი ჰარცელის განცხადება დიპლომატიურ ენაზე იყო საკმაოდ მწვავე განცხადება, რომელიც შეეხებოდა იმ ძირითად ასპექტებს, რაზეც ჩვენ მუდამ ვსაუბრობთ. პირველი, ეს იყო ის, რომ თუ ხელისუფლემა ამ ნაბიჯს გადადგამს და გავრილოვის კიდევ ერთი პატიმრის კონფიგურაციას შეეცდება, მაშინ ეს უფრო გამოიწვევს პოლიტიკური სიტუაციის დაძაბვას. რა თქმა უნდა, ამით ძალიან მძიმე პოლიტიკური კრიზისი არ განიმუხტება, რომელიც დღეს საქართველოში არსებობს, მათ შორის, ერთპარტიული პარლამენტი. მეორე - ჰარცელმა ხაზი გასუვა უმძიმეს პრობლემას საქართველოში კანონის უზენაესობის თვალსაზრისით, კერძოდ, მან თქვა, რომ სასამართლოს ნდობის ხარისხი ძალიან დაბალია. ეს განცხადება ხაზს უსვამს იმას, რომ პოლიტიკური მართლმსაჯულება,რომელსაც ხელისუფლება იყენებს, არის ძალიან დიდი პრობლემა კანონის უზენაესობის მდგომარეობისთვის საქართველოში",- განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

რაც შეეხება ელჩის განცხადებას,რომელიც ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკების მე-5 რაუნდს ეხებოდა, როგორც ხატია დეკანოიძე განმარტავს, "მას შემდეგ, რაც ხელისუფლება გავრილოვის მითითებებს ასრულებს, არავითარ კონკრეტულ მოლაპარაკებებზე და შედეგზე საუბარი არ შეიძლება".

"ამიტომ, ხელისუფლება, რომელსაც კეთილგონიერება არ აქვს, ასევე თუ გავითვალისწინებთ მის მიერ გუშინ გადადგმულ ნაბიჯს, როცა გავრილოვის პირდაპირი მითითება შეასრულა, ამ ჩარჩოში მან მოუწოდა,რომ სასამართლოს უნდობლობის ხარისხი და პოლიტიკური კრიზისის გაღრმავება ხელს არ შეუწყობს მხარეებს შორის მოლაპარაკებების გაგრძელებას", - განაცხადა დეკანოიძემ.

„სასამართლო სისტემის მიმართ უნდობლობა და პოლარიზაციის მაღალი ხარისხი - ეს ორი ფაქტორი ერთად დამანგრეველი კომბინაციაა“, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა კარლ ჰარცელმა, ნიკა მელიას საქმეზე საუბრისას განუცხადა.

ჰარცელი მოუწოდებს მხარეებს, გააკეთონ განცხადებები და გადადგან ნაბიჯები იმისთვის, რომ არსებული ვითარება უფრო მეტად არ გამწვავდეს.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა