კახი კახიშვილი მმართველ გუნდს პროფესიული საუბნო საარჩევნო კომისიების შექმნის წინადადებით მიმართავს

ფრაქცია “ქართული ოცნების“ დეპუტატი კახი კახიშვილი მმართველ გუნდს პროფესიული საუბნო საარჩევნო კომისიების შექმნის წინადადებით მიმართავს, რომლის წევრებიც ყოველთვიურ ხელფასს მიიღებენ და შესაბამისად, ექნებათ ვალდებულება, ყველა ტიპის სწავლება გაიარონ.

კახიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, საუბნო საარჩევნო კომისიებთან დაკავშირებულ პრობლემებზე გაამახვილა ყურადღება და როგორც განაცხადა, კომისიის თავმჯდომარის ანაზღაურება თვეში 200 ლარია, ხოლო მის მოადგილეს 180 ლარი აქვს.

“არჩევნები ჩვენთან ყოველთვის პოლიტიკური კატაკლიზმების წერტილია. ჩემი დაკვირვებით, ყოველთვის რთული ვითარება იქნება, თუკი საუბნო საარჩევნო კომისიები ასე მოუმზადებელი იქნება. არჩევნებამდე მხოლოდ რამდენიმე დღით ადრე შეიკრიბებიან. ჩვენ ხომ ვიცით, რომ ადამიანებს პრაქტიკული ცოდნა არა აქვთ. სჯობს, ძვირი დაგვიჯდეს და შემდგომში ყველა ტიპის სპეკულაციას დაესვას წერტილი. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები სამი თვე ასეთ დაბალ ხელფასს იღებენ და ამ ადამიანებს ვთხოვთ, რომ თან საარჩევნო საკითხები ისწავლონ, ამ ხელფასით ღამეები ათენონ და არაფერი შეეშალოთ“, - განაცხადა კახიშვილმა პლენარულ სხდომაზე.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო