ნიკა მელიას საქმის პროკურორი - თუ სასამართლო გაიზიარებს ჩვენს მოთხოვნას, არსებობს შესაბამისი სამსახურები, რომელსაც ამის შესრულება დაევალება, გადაწყვეტილებები დროის მოკლე მონაკვეთში უნდა აღსრულდეს

აღსრულების მექანიზმთან დაკავშირებით არის ძალიან მარტივი მოცემულობა, არსებობს შესაბამისი სამსახურები, რომელსაც დაევალებათ ამ გადაწყვეტილების შესრულება,- ამის შესახებ ნიკა მელიას საქმის პროკურორმა მიხეილ სადრაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. მისივე განმარტებით, მსგავსი შინაარსის გადაწყვეტილებები დროის უმოკლეს ვადაში უნდა აღსრულდეს, განსაკუთრებით იმ ფაქტორის გათვალისწინებით, რომ ბრალდებული საქართველოში იმყოფება.

„თუ სასამართლო გაიზიარებს ჩვენს მოთხოვნას, რისი გონივრული მოლოდინიც გვაქვს, აღსრულების მექანიზმთან დაკავშირებით არის ძალიან მარტივი მოცემულობა, არსებობს შესაბამისი სამსახურები, რომელსაც დაევალებათ ამ გადაწყვეტილების შესრულება. როგორც წესი, მსგავსი შინაარსის გადაწყვეტილებები დროის უმოკლეს ვადაში უნდა აღსრულდეს. რა თქმა უნდა, არ არის კონკრეტული ვადა, მაქსიმალურად დროის მოკლე მონაკვეთში უნდა აღსრულდეს გადაწყვეტილებები, მითუმეტეს, იმ ფაქტობრივი მოცემულობის მხედველობაში მიღებით, რომ ბრალდებული საქართველოში იმყოფება, თუმცა მისი პოზიციები საზოგადოებისთვისაც ცნობილია. ნებისმიერ დროს როცა არსებობს შესაბამისი საფუძველი და სტანდარტი ხდება შესაბამისი სამართლებრივი მოთხოვნის დაყენება სასამართლოში. ეს სისხლის სამართლის საქმე განიხილება არსებითად სასამართლოში. სტანდარტი და მოთხოვნის საფუძველი, რომ ჩვენ მოგვეთხოვა ბრალდებულის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების შეცვლა უფრო მკაცრი ღონისძიებით, სწორედ სასამართლო განხილვის ფარგლებში მოხდა. შესაბამისად, სწორედ ამ დროის ამ პერიოდში დავაყენეთ ეს შუამდგომლობა, აქედან გამომდინარე, როდესაც არსებობს საფუძვლები, ყოველთვის, ნებისმიერ სტადიაზე შესაძლებელია ასეთი შინაარსის საკითხების განხილვა მოხდეს. აქედან გამომდინარე, შეზღუდვა ამისი არ არსებობს,“- განაცხადა პროკურორმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო