ნიკა მელიას ადვოკატი - მოლოდინი იმისა, რომ მოსამართლე ნიკა მელიას საქმეზე ობიექტურ და მიუკერძოებელ გადაწყვეტილებას მიიღებს, არ არის

მოლოდინი იმისა, რომ მოსამართლე ნიკა მელიას საქმეზე ობიექტურ და მიუკერძოებელ გადაწყვეტილებას მიიღებს, არ არის, - ამის შესახებ ნიკა მელიას ადვოკატმა ბექა ბასილაიამ თბილისის საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტებთან განაცხადა, სადაც "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერის ნიკა მელიას საქმის განხილვა იწყება.

მისივე თქმით, პროკურატურა "ქართული ოცნების" პროპაგანტისტული მანქანაა.

"ეს არის მოსამართლე, რომელმაც ბეჟან ლორთქიფანიძეს და მორის მაჩალიკაშვილს შეუფარდა პატიმრობა 20 ივნისის საქმეებზე. შესაბამისად, მოლოდინი, რომ ის პროფესიულ სიმაღლეზე იქნება და იქნება ობიექტური და მიუკერძოებელი, ეს ასე არ არის. გადაწყვეტილებები შეიძლება იყოს იმდაგვარი, რაც"ქართული ოცნების" დღის წესრიგშია.

საქართველოს გენერალური პროკურატურა არის „ქართული ოცნების" პროპაგანდისტური მანქანა. პროკურორები ვინც ამ საქმეზე, „კარტოგრაფების საქმეზე“ აკეთებდნენ განცხადებებს და ჩართული იყვნენ პოლიტიკური ოპონენტების დისკრედიტაციის პროცესში, ისინი არიან არა სახელმწიფო ბრალდების მხარდამჭერები, არამედ ლაშა ნაცვლიშვილის პროპაგანდისტები" , - განაცხადა ბასილაიამ.

ცნობისთვის, ნიკა მელიას ბრალი 20 ივნისის საქმეზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მისი ხელმძღვანელობისთვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის 1-ელი და მე-2 ნაწილებით აქვს წარდგენილი. 2019 წლის 27 ივნისს, მას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. ასევე, სასამართლოს გადაწყვეტილებით, მას დამატებით შემზღუდავ ღონისძიებად ელექტრონული მონიტორინგი დაუწესდა და სამაჯური გაუკეთდა, თუმცა, ნიკა მელიამ აღნიშნული ელექტრონული სამაჯური 2020 წლის 1-ელ ნოემბერს, საჯაროდ, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე მოიხსნა. აღნიშნულთან დაკავშირებით აღკვეთის ღონისძიების შეცვლის და 100 000-ლარიანი გირაოს გამოყენების შუამდგომლობით პროკურატურამ საქალაქო სასამართლოს მიმართა. 2020 წლის 3 ნოემბერს, საამართლომ უწყების შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა და მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით 70 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. სასამართლოს გადაწყვეტილებითვე, ნიკა მელიას დამატებითი ვალდებულებაც დაეკისრა - მას ბრალდების მხარის წინასწარი ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე, შეეზღუდა საქართველოს საზღვრის კვეთაც.

ნიკა მელიამ სასამართლოს მიერ შეფარდებული გირაო არ გადაიხადა, რის გამოც, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ რამდენიმე დღის წინ, ნიკა მელია გააფრთხილა და გირაოს გადასახდელად ერთკვირიანი ვადა მისცა, თუმცა, "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ გირაოს გადახდაზე უარი განაცხადა. პროკურატურამ სასამართლოს მელიასთვის პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით გუშინ მიმართა. უწყებას „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარისთვის პატიმრობის მოთხოვნაზე ნებართვა პარლამენტმა მისცა, რომელმაც ოპოზიციონერ დეპუტატს იმუნიტეტი გუშინ, 88 ხმით მოუხსნა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა