ხატია დეკანოიძე - „ქართულ ოცნებას" თუ გადაწყვეტილი აქვს, რომ ერთ-ერთი ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის მთავარი შენობა შტურმით აიღოს, მერწმუნეთ, დიდი ფასი დაუჯდება

„ქართულ ოცნებას" თუ გადაწყვეტილი აქვს, რომ ერთ-ერთი ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის მთავარი შენობა შტურმით აიღოს, მერწმუნეთ, ეს დიდი ფასი დაუჯდება, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ხატია დეკანოიძემ ჟურნალისტებს პარტიის ოფისში განუცხადა.

მან ასევე განმარტა „ნაციონალური მოძრაობის"ოფისში ოპოზიციური პარტიების ლიდერების მისვლის საჭიროება.

„საქართველოს დამოუკიდებლობა, სუვერენიტეტი, მათ შორის საქართველოს ხელისუფლების მიერ გავრილოვის მითითების შესრულება მხოლოდ კონკრეტულ, ერთ პარტიას არ ეხება. ის მოვლენები, რაც 20 ივნისს, გავრილოვის ჩამოსვლის შემდეგ განვითარდა და რომელიც ამ დრომდე გრძელდება, მათ შორის ის საქმე, რაც ნიკას გარშემო იყო და ყოველგვარ სამართლებრივ ჩარჩოს იყო გაცდენილი, ეს არ ეხება მხოლოდ რომელიმე კონკრეტულ პარტიას. ყოველგვარი ზღვარი წაშლილია, ახლა, საქმე არის იმაზე, ვაპირებთ თუ არა შევეგუოთ უსამართლობას. რა თქმა უნდა, ყველა პარტიის ლიდერი, რომელიც აქ არის და რომელიც მოვა, დარწმუნებული ვარ, ზუსტად იგივეს დააფიქსირებს. ეს ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს. ამიტომ, ჩემთვის ახალი არ არის „ქართული ოცნების" პროპაგანდა“, - განაცხადა დეკანოიძემ.

მისი თქმით, მოსახლეობა კარგად ხვდება, რომ ხელისუფლების მთავარი ამოცანა გუშინ გავრილოვის მითითების შესრულება იყო.

„ვნახოთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო“, - განაცხადა დეკანოიძემ.

როგორც მან აღნიშნა, მოსამართლე, რომელიც დღეს, ნიკა მელიას საქმეს განიხილავს, საკამოდ მძიმე დავალებების შემსრულებელია.

„რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ის არის მიხეილ ჩინჩალაძის ე.წ. კლანის წარმომადგენელი. ის არის მოსამართლე, რომელმაც აღკვეთი ღონისძიება მიუსაჯა რურუას, კოშაძეს, ანუ გავრილოვის პატიმრებს. ეს არის ადამიანი, რომელმაც მაკო გომურს დაზარალებულის სტატუსი არ მისცა, მოსამართლე იყო ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმეზე. ამიტომ, თუ გადავავლებთ თვალს მის საქმიანობას, ფაქტია, რომ ის დავალებებს ასრულებს და საკმაოდ მძიმე პოლიტიკურ შეკვეთებს იღებს. ამიტომ, სიმართლე გითხრათ, როგორც ოპოზიციური პარტის წარმომადგენელი და საქართველოს მოქალაქე, არ ვენდობი ამ სასამართლოს“, - განაცხადა დეკანოიძემ.

მისი თქმით, ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელსაც მოსამართლე მიიღებს, ის პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება და მართლმსაჯილებასთან საერთო არაფერი ექნება. ხატია დეკანოიძის თქმით, ოპოზიცის წევრებს და თვითონ ნიკა მელიასაც არაერთხელ უთქვამთ, რომ არ აპირებენ თავი დაუხარონ სერგეი გავრილოვის მითითებებს და დაემორჩილონ იმას, რასაც კრემლი ამბობს.

„მე მჯერა და დარწმუნებული ვარ, რომ სასამართლომ რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს, ნიკა მელის თავისუფლებას არაფერი ემუქრება. ნიკამ უკვე განაცხადა, რომ არ აპირებს დაემორჩილოს შეზღუდვებს და იმ კანონის აღსრულებას, რომელსაც პოლიტიკური სასამართლო დააკისრებს“, - განაცხადა დეკანოიძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს