გია ვოლსკი - მეხუთე რაუნდისკენ რომ არ მიდის ეს გზა, რაც დღეს ხდება, არაერთხელ გვითქვამს - „ნაცმოძრაობის" მიზანია, ყველაფერი გადავიდეს რევოლუციურ რეჟიმში და ეს კარლ ჰარცელმაც კარგად იცის

ზუსტადაც არ მიდის მეხუთე რაუნდისკენ გზა და ზუსტადაც ეს არის მიზანი მთელი ამ გუნდის, რომელიც იკრიბება, მსჯელობს და გეგმავს, როგორ არ მოხვდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე- სპიკერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის განცხადებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, სწორედ „ნაციონალური მოძრაობის" ინტერესებში შედის, რომ არ შედგეს მოლაპარაკება, რადგან მოვლენების რევოლუციური სცენარით განვითარება სურთ.

„საერთაშორისო თანამეგობრობაზე, ევროკავშირზე, ჩვენს პარტნიორ ამერიკის შეერთებულ შტატებზე, ცალკეულ ქვეყნებზე ძალიან ბევრია დამოკიდებული, რომ სტაბილურობის აუცილებელი პირობა არ დაირღვეს ქვეყანაში. მეხუთე რაუნდისკენ რომ არ მიდის ეს გზა, რაც დღეს ხდება „ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარის საკითხთან მიმართებაში, ეს ჩვენ არაერთხელ გვითქვამს.

ზუსტადაც არ მიდის მეხუთე რაუნდისკენ გზა და ზუსტადაც ეს არის მიზანი მთელი ამ გუნდის, რომელიც იკრიბება, მსჯელობს და გეგმავს, როგორ არ მოხვდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან, როგორ აირიდონ თავიდან იმაზე საუბარი, თუ რით ასაბუთებენ არჩევნების გაყალებებას და არ მონაწილეობენ იმ მუშაობაში, რისკენაც ათასგზის მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობა. სწორედ ეს არის მთავარი მიზანი „ნაცმოძრაობის", რომ არავითარ შემთხვევაში არ მოხდეს მოლაპარაკება და ყველაფერი გადავიდეს რევოლუციურ რეჟიმში, რასაც დაუფარავას ლაპარაკობენ და ეს კარლ ჰარცელმაც ძალიან კარგად იცის,"- განაცხადა ვოლსკიმ.

ამასთან, ვოლსკი მიიჩნევს, რომ ჰარცელის მოწოდება სიტუაციის დასტაბილურებისკენ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმისა და განცხადებების გაკეთების აუცილებლობის თაობაზე, სწორედ ოპოზიციას ეკუთვნის.

„რა ნაბიჯი უნდა გადადგა და პირველ რიგში, არ უნდა მოიხსნა სამაჯური და ხელისუფლებას არ უნდა ესროლო, არ უნდა თქვა, რომ არანაირი გამოძიება არ გაინტერესებს. არანაირად არ ცნობ არც სასამართლო ხელისუფლებას, არც პარლამენტს, არც არჩევნებს და რევოლუცია არის ერთადერთი გზა. რასაკვირველია, მოწოდება პირველ რიგში მათ ეკუთვნით. ჩვენ ყველაფერს რომ თავი დავანებოთ და ჩვენი გადადგმული ნაბიჯების სია ძალიან გრძელია, მათ ვთავაზობთ, რომ უხელმძღვანელონ, სათავეში ჩაუდგნენ, ჩამოაყალიბონ კომისია, გამოძიება ჩაატარონ და გააკეთონ დასკვნა - უნდა ჩაუდგე სახელმწიფოს მოწინააღმდეგედ, თუ იმ კრიტიკოსად, რომელსაც შეუძლია სახელმწიფოს ემსახუროს თუნდაც, ოპოზიციური პოზიციიდან,"- აცხადებს ვოლსკი.

დეპუტატი ასევე გამოეხმაურა სასამართლოს თაობაზე ჰარცელის განცხადებას და აღნიშნა, რომ ქართული სასამართლო "წინ არის წასული".

„სასამართლოსთან დაკავშირებით რეიტინგით თუ ვიმსჯელებთ, საკმაოდ წინ არის წასული, თუნდაც სტრასბურგში საქმეების რაოდენობით ჩანს, რომ შემცირებულია იმ ხალხის საჩივრები, რომელმაც სამართალი ვერ იპოვა საქართველოში, რეიტინგში პირველ ოცეულში ყოველთვის არის ჩვენი სასამართლო. ამ და ნებისმიერ კონკრეტულ შემთხვევაში, შეგვიძლია ამოვიღოთ საქმე და შევაფასოთ ვითარება, ანალოგიები ვნახოთ იმ ქვეყნების, რომლებიც არიან დემოკრატიული განვითარებული ქვეყნების პირველ ათეულში, ან ევროკავშირთან ან თუნდაც, აშშ- ის ბოლო მოვლენებთან და დავინახავთ, რომ სასამართლოს შეიძლება აგინო, მაგრამ კონკრეტული საქმე ვერ წარმოადგინო, დარწმუნებული ვარ, ამ შემთხვევაშიც, სასამართლო სრულად გაითვალისწინებს როგორც ბრალდების, ასევე, დაცვის არგუმენტებს და გამოიტანს იმ გადაწყვეტილებას, რომელშიც ჩვენ არავის არ გაგვიჩნდება კითხვები,"- განაცხადა ვოლსკიმ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა