ელენე ხოშტარია ნიკა მელიაზე - მოუწევთ, რომ გადაგვიარონ, რათა ეს უკანონო გადაწყვეტილება აღასრულონ, დავდგებით წინ და არ გავუშვებთ!

მოუწევთ, გადაგვიარონ, რომ ეს უკანონო გადაწყვეტილება აღასრულონ. დავდგებით წინ და არ გავუშვებთ! - ამის შესახებ პოლიტიკოსმა ელენე ხოშტარიამ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას შესაძლო დაკავებას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, ოპოზიციის გეგმები უცვლელია და არ აპირებენ უკანონობას დაემორჩილონ.

„ჩვენ ეს დღეები სხვადასხვა ინსტიტუტებს ვუყურებთ, თუ როგორ არიან ჩართული პრაქტიკულად რუსული დავალების შესრულებაში და გავიხსენოთ, ლავროვის, გავრილოვის განცხადებები - უნდა დაისაჯონ ის ადამიანები, ვინც პროტესტზე გამოვიდა. ახლა პროკურატურის ჯერი დადგა. მე ერთადერთი მინდა, იცოდეს ყველა დეპუტატმა, რომელმაც ამ რუსულ პროვოკაციაში მონაწილეობა მიიღო, ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ, რომ პერსონალურად არიან პასუხისმგებლები და მართლა პერსონალურად იმსახურებენ იმ მადლობას, რომელიც გავრილოვისგან მიიღეს. ჩვენი გეგმები უცვლელია, ნიკამ ძალიან გაბედულად, პრინციპულად საქართველოს დემოკრატიისთვის თქვა, რომ ამ არ აპირებს უკანონობას დაემორჩილოს და ჩვენ, რა თქმა უნდა, ყველანი ნიკას გვერდით ვდგავართ! მათ მოუწევთ ძალიან დიდი პოლიტიკური ფასის გადახდა. მათ მოუწევთ, რომ გადაგვიარონ იმისთვის, რომ ეს უკანონო გადაწყვეტილება აღასრულონ. დავდგებით წინ და არ გავუშვებთ!“- განაცხადა ხოშტარიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო