ეკატერინე დგებუაძე უსაფრთხო გარემოს მონიტორინგის მიზნით სკოლების დათვალიერებას აგრძელებს

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე ეკატერინე დგებუაძე უსაფრთხო გარემოს მონიტორინგის მიზნით, სკოლების დათვალიერებას განაგრძობს.

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, მანდატურის სამსახურის უფროსთან გელა გელაძესთან ერთად, ამჯერად იგი თბილისის 53-ე და 55-ე საჯარო სკოლებს ეწვია და საგანმანათლებლო პროცესის მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო.

„ეკატერინე დგებუაძემ მოსწავლეებსა და მასწავლებლებს სკოლაში დაბრუნება მიულოცა და უსაფრთხო გარემოს შექმნისა და შენარჩუნების მიზნით, სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციების ზედმიწევნით დაცვის აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება. მინისტრის პირველმა მოადგილემ სკოლების ადმინისტრაციის თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა იმისათვის, რომ მოკლე ვადებში მოახერხეს შერეული სასწავლო პროცესის ორგანიზება. აღსანიშნავია ისიც, რომ სკოლებს დამატებითი რეკომენდაციები მიეცათ უსაფრთხოების ნორმების ზედმიწევნით დაცვის მიმართულებით“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს