ირმა ზავრადაშვილი - მეტეოროლოგიური ამინდის ცნობა ვერ გვაძლევს პროგნოზს, რომელი ჯანმრთელი ხის ტოტი ჩამოტყდება - ვერ გავატარებ თბილისის მუნიციპალიტეტის მიმართ გამოთქმულ საყვედურს

მეტეოროლოგიური ამინდის ცნობა ვერაფრით ვერ გვაძლევს პროგნოზს, რომელი ჯანმრთელი ხის ტოტი ჩამოტყდება და რომელი - არა, ზედ თოვლი რომ დააწვება - ვერაფრით ვერ გავატარებ თბილისის მუნიციპალიტეტის მიმართ გამოთქმულ საყვედურს, - ეს განცხადება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ფრაქცია “ქართული ოცნების“ დეპუტატმა ირმა ზავრადაშვილმა გააკეთა.

“ზუსტად ვიცი, წუხელ 9-საათის შემდეგ მარტო მერიის კი არა, გამგეობის ყველა თანამშრომელი, იმის მიუხედავად, რომ არსად უწერიათ, რომ ღამით უნდა იმუშაონ, ქუჩაშია და ცდილობენ, ხალხს, ვიდრე გაიღვიძებენ, ქუჩასთან დაკავშირებული პირობები მოუწესრიგონ. ამ თემას ნამდვილად ვერ გავატარებ!“, - განაცხადა ირმა ზავრადაშვილმა პარლამენტის სხდომაზე.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს