მამუკა მდინარაძე - ძალიან გულწრფელი პასუხია კარლ ჰარცელის მხრიდან, როცა რადიკალიზაციისკენ მიდის ოპოზიცია და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ნიკა მელია ჩაჯდეს ციხეში

ძალიან ბუნებრივი და გულწრფელი პასუხია ბატონი კარლ ჰარცელის მხრიდან, როცა რადიკალიზაციისკენ მიდის ოპოზიცია და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ნიკა მელია ჩაჯდეს ციხეში, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც ნიკა მელიას საქმეზე ევროკავშირის ელჩის განცხადებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, თუ ჰარცელის განცხადებას სწორ კონტექსტში განვიხილავთ, ყველაფერი ნათელია.

მდინარაძის განცხადებით, ის თუ როგორ განვითარდება მოვლენები და გაიზრდება თუ არა პოლარიზაცია, მხოლოდ ნიკა მელიაზეა დამოკიდებული. მდინარაძის თქმით, პასუხისმგებლობა, რა თქმა უნდა, აქვს ხელისუფლებასაც, თუმცა, დეპუტატი ხაზს უსვამს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, მოლაპარაკებები შედეგზე ყოფილიყო ორიენტირებული.

„თუ ნიკა მელია კანონის ჩარჩოებში ჩაჯდება, როგორც წინა შემთხვევაში, როცა მან გირაოც გადაიხადა, სამაჯურიც დაიმაგრა ხელზე, თუ იგივენაირად კანონის მოთხოვნებს დაემორჩილება, მასზეა დამოკიდებული აღკვეთის ღონისძიების დამძიმება-არდამძიმების საკითხი, თუმცა ამის საპირისპიროს აკეთებს. შესაბამისად, ეს პოლარიზაციის ხარისხსაც გაზრდის, რადიკალიზაციის ხარისხსაც გააძლიერებს ჩვენი ქვეყნისთვის სამწუხაროდ, აქედან გამომდინარე, არაბუნებრივი არაფერია, აბსოლუტურად გულწრფელი პასუხია ბატონი კარლის მხრიდან.

ზოგადად, რასაც არ უნდა აკეთებდეს ოპოზიცია, ხელისუფლების პასუხისმგებლობაც, რა თქმა უნდა, არის ყოველთვის, თუმცა, ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ მათ ჰქონოდათ ლეგიტიმური საბაბი, მათ შორის, თავიანთ ამომრჩევლებთან, რომ მოლაპარაკებების მაგიდასთან დამჯარიყვნენ ისე, რომ მიზანი შედეგი ყოფილიყო. რიგგარეშე არჩევნებიც კი შევთავაზეთ ოღონდ იმ მარტივი და ყველაზე მართალი დათქმით, რომ 1- პროცენტიანი გადახრის შემთხვევაში, თუ ასეთს აღმოაჩენდნენ, რიგგარშე არჩევნებიც კი ჩატარებულიყო.

აქედან გამიმდინარე, როცა კონტექსტში სწორად ავიღებთ ჩვენი ევროპელი კოლეგის ბატონი კარლ ჰარცელის განცხადებას და რეალურ მდგომარეობას და ვიცით ჩვენი ევროპელი კოლეგები რას გვეუბნებიან - რომ ოპოზიციის მოქმედება არის დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრა, უკვე აქ ყველაფერი ნათელია, დასკვნებიც გამოტანაც მარტივია. ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა რიგგარეშე არჩევნების ძალიან მარტივი რეალური, რაციონალური პირობაც კი დადო, მაგრამ ამაზე არ წამოყოლა ნიშნავდა, რომ მათ სჭირდებოდათ მიზეზი და საბაბი, რომ რამენაირად ქაოტური სიტუაცია შეექმნათ, თუმცა, არც ეს გამოუვათ, რადგან კანონის დამოურჩილებლობა რომ გახდეს სახალხო მღელვარების საბაბი, მაშინ ჩვენ რაციონალურად ვერ გვიფიქრია და მაშინ „ნაცმოძრაობას" და მის „კლასტერს“ ჰქონიათ ძალიან დაბალი წარმოდგენა ქართულ საზოგადოებაზე და ეს ასე არ არის,"- განაცხადა მდინარაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო