ადვოკატი პროკურორს - ნიკა მელიას მხრიდან დამატებითი შემზღუდავი ღონისძიება 1 წლის განმავლობაში ყოველდღე ირღვეოდა, რატომ არ მოახდინეთ რეაგირება?

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ნიკა მელიას ადვოკატის გიორგი კონდახიშვილის განცხადებით, ნიკა მელია ერთი წლის განმავლობაში სასამართლოს მიერ დაწესებულ დამატებით შემზღუდავ ღონისძიებებს არღვევდა. სწორედ აღნიშნულიდან გამომდინარე, ადვოკატმა პროკურორებს კითხვით მიმართა, აეხსნათ, თუ რა გააკეთა განსხვავებული ნიკა მელიამ 2020 წლის პირველ ნოემბერს, რაც მანამდე არ გაუკეთებია.

"ნიკა მელიას მხრიდან დამატებითი შემზღუდავი ღონისძიება დაახლოებით, ერთი წლის განმავლობაში ყოველდღე, როგორც თქვენ აცხადებთ, საჯაროდ და დემონსტრაციულად ირღვეოდა. რა მოხდა ისეთი პირველ ნოემბერს, რაც მანამდე არ მომხდარა? პროკურორი აცხადებს, რომ მანამდე ის სანიმუშოდ იქცეოდა, ახსენით სანიმუშო ქცევაში რა იგულისხმება, როცა ყოველდღიურად ირღვეოდა დამატებითი შეზღუდვები? რატომ არ მოახდინეთ რეაგირება და რა მოხდა 2020 წელს განსხვავებული? წელიწადნახევრის განმავლობაში მიგაჩნდათ, რომ დარღვევები არ მომხდარა მხოლოდ პირველ ნოემბერს მიიჩნიეთ?"- განაცხადა კონდახიშვილმა.

აღნიშნულთან დაკავშირებით, საქმის პროკურორმა მიხეილ სადრაძემ განაცხადა, რომ ნიკა მელიას მხრიდან პირველ ნოემბრამდე არსებითი ხასიათის დარღვევა არ მომხდარა და ეს აღკვეთის ღონისძიების გამკაცრების მიზეზი არ უნდა ყოფილიყო.

ცნობისთვის, ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიან გირაოსთან ერთად დამატებითი შემზღუდავი ღონისძიებები ჰქონდა დაწესებული. მაგალითად, მას ელექტორნული სამაჯური უნდა კეთებიდა, ასევე მას საგამოძიებო უწყების ინფორმირებისა და ნებართვის გარეშე აკრძალული ჰქონდა სახლიდან გასვლა და საჯარო გამოსვლები.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს