რომან გოცირიძე - მალე გავიგებთ, "ქართული ოცნება" შედარებით მშვიდი ნაბიჯით აპირებს სვლას, თუ ძალიან სწრაფად ჩაენარცხება პოლიტიკურ სამარეში

სულ მალე გაირკვევა "ქართული ოცნება" ჩაწვავს თუ არა ხიდებს ქართულ საზოგადოებასთან. მალე გავიგებთ, "ქართული ოცნება" შედარებით მშვიდი ნაბიჯით აპირებს სვლას პოლიტიკური სამარისკენ, თუ ძალიან სწრაფად ჩაენარცხება პოლიტიკურ სამარეში, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა რომან გოცირიძემ ჟურნალისტებს პარტიის ოფისში განუცხადა, როდესაც ისაუბრა სასამართლოს იმ გადაწყვეტილებაზე, რომელიც ნიკა მელიას საქმესთან მიმართებით დღეს უნდა გამოცხადდეს.

რომან გოცირიძის თქმით, " ქართულ ოცნებას" ამ არჩევანის გაკეთება უწევს.

"დღეს მოსამართლემ უნდა მიიღოს პოლიტიკური გადაწყვეტილება ,ის გადაწყვეტილება, რასაც პოლიტიკური ხელმძღვანელობა დაავალებს. ოღონდ, გაზვიადებული იქნება საუბარი იმაზე, რომ გადაწყვეტილებას იღებს " ქართული ოცნება", გადაწყვეტილება იქნება ისეთი, რასაც უკარნახებს ბიძინა ივანიშვილი. ამ მასშტაბის პოლიტიკური ფიგურის,პოლიტიკური პარტიის ლიდერის დაპატიმრების ერთადერთი გადაწყვეტილების მიმღები არის ბიძინა ივანიშვილი.პერსონალური პასუხისმგებლობა დაეკისრება მას,მთელი მისი ფინანსებით თუ სხვა იმ აქტივებით, რაც გააჩნია. რაც შეეხება დაცვას, ერთ-ერთმა პირველმა სიმბოლურად ვთქვი ის, რომ ეს ოფისი მყარად ნაშენებია, 9 ბალიან მიწისძვრას უძლებს - მეთქი. ოპოზიცია ყველანაირ მიწისძვრას, ყველანაირ შეტევას გაუძლებს", - განაცხადა გოცირიძემ.

თბილისის საქალაქო სასამართლოში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, 20 ივნისის საქმეზე ბრალდებულ ნიკა მელიას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. დღევანდელ სასამართლო სხდომაზე მელიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობენ. სასამართლო პროცესს არ ესწრება ნიკა მელია.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო