„ნაციონალური მოძრაობის" ცენტრალურ ოფისში ვანო მერაბიშვილი იმყოფებოდა

„ნაციონალური მოძრაობის" ცენტრალურ ოფისში ყოფილი პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი მივიდა. მან არ უპასუხა ჟურნალისტების არც ერთ კითხვას იმ მოვლენებთან დაკავშირებით, რომელიც ნიკა მელიასთან მიმართებით ვითარდება. მერაბიშვილმა პარტიის ოფისი კომენტარის გარეშე დატოვა.

„ნაციონალური მოძრაობის" ოფისში ოპოზიციური პარტიების ლიდერები დილიდან იმყოფებიან. ისინი მიიჩნევენ, რომ ნიკა მელიას მიმართ პოლიტიკურ ანგარიშსწორებას აქვს ადგილი.

გარდა ამისა, „ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლების თქმით, თბილისის საქალაქო სასამართლოს მხრიდან, სადაც ნიკა მელიას საქმეზე პროცესი მიმდინარეობს, პოლიტიკურ ვერდიქტს ელოდებიან, თუმცა ისინი აპირებენ, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებას მშვიდობიანი გზით აღუდგნენ წინ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა