დავით სერგეენკო გაეროს ბავშვთა ფონდის  წარმომადგენელს საქართველოში, ღასან ხალილს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, დავით სერგეენკომ გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენელთან საქართველოში ღასან ხალილთან და იუნისეფის ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის ხელმძღვანელთან თამარ უგულავასთან შეხვედრა გამართა.

პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე საქართველოში UNICEF-ის საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.

ასევე ხაზგასმით აღინიშნა, პარლამენტსა და ფონდს შორის არსებული ურთიერთობები. მხარეებმა ბავშვის უფლებებთან დაკავშირებულ საკითხებზე, ამ მიმართულებით განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრეს და სამომავლო თანამშრომლობის ასპექტები განსაზღვრეს.

„დღეს გვქონდა შეხვედრა გაეროს ბავშვთა ფონდის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელთან. ეს ფონდი ბევრ და ძალიან მნიშვნელოვან საქმეს აკეთებს ჩვენი ქვეყნისათვის, ჩვენი შვილებისათვის. მათთან თანამშრომლობა ყოველთვის ძალიან მნიშნელოვანია. დღესაც გვქონდა პატივი, რომ განგვეხილა როგორც მიმდინარე პროექტების პროგრესი, ასევე ახალი შესაძლებლობები და ის აუცილებლობა, რომელიც ჩნდება დღევანდელი პანდემიის და მოსალოდნელი ეკონომიკური რეცესიის პირობებში. ვისაუბრეთ თუ რა შეიძლება გაკეთდეს იმისათვის, რომ ბავშვთა კეთილდღეობა უფრო მეტად იყოს დაცული“, - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ დავით სერგეენკომ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა