ალეკო ელისაშვილი - გასაგებია  „ქართული ოცნების“ რჩევები და პათოსი, მაგრამ ჩვენ დამოუკიდებლად მივიღებთ გადაწყვეტილებას, სად შევიდეთ და საიდან გამოვიდეთ - ეს ეხება საგამოძიებო კომისიასაც

გასაგებია რჩევები და პათოსი „ქართული ოცნების“ დეპუტატების, მაგრამ ჩვენი პარტია დამოუკიდებლად მივიღებთ გადაწყვეტილებას, სად შევიდეთ და საიდან გამოვიდეთ ან სად არ შევიდეთ - ეს ეხება საგამოძიებო კომისიასაც, - ამის შესახებ „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, პარტია „მოქალაქეები" კომისიის მუშაობაში იმ შემთხვევაში ჩაერთვება, თუ მასში მონაწილეობას მიიღებს „ნაციონალური მოძრაობა", „ევროპული საქართველო" და „პატრიოტთა ალიანსი".

„ჩვენ არ ვამბობთ, რომ არ შევდივართ, ჩვენ მზად ვართ შევიდეთ ამ კომისიაში, მაგრამ ჩვენ გვაქვს ჩვენი პირობა - იმისთვის, რომ ვაჩვენოთ სრული სურათი, საჭიროა შემოვიდნენ ამ კომისიაში ის ოპოზიციური პარტიები, რომლებსაც მთელი საქართველოს მასშტაბით ყველა საარჩევნო უბანზე ჰყავდათ კომისიის წევრები, ესენი არიან: „ნაციონალური მოძრაობა,“ მეორე „ნაციონალური მოძრაობა“ და „პატრიოტთა ალიანსი." კეთილი ინებონ ამ პარტიებმა, თუ მართლაც უნდათ ვაჩვენოთ გაყალბების მასშტაბი, შემოვიდნენ და ჩვენც სიამოვნებით ჩავერთვებით.

არაფერს თავს არ ვარიდებთ, მზად ვართ ჩავერთოთ, ოღონდ ჩაერთონ სხვებიც, ვისაც 11 000- ზე მეტი კომისიის წევრი ჰყავდა. ჩვენ არსად გვყოლია დამკვირვებელი, კომისიის წევრები გვყავდა თითზე ჩამოსათვლელი, მოხალისე დამკვირვებლები და ძირითადად, ეს ხალხი იყო საბურთალოზე. სადაც გვყავდა დამკვირვებლები, იქ მზად ვართ, რომ დავადასტუროთ არჩევნების გაყალბება, სადაც არ გვყავდა იქ სხვებიც უნდა დაგვეხმარონ. მე რომ ვიყო „ნაციონალური მოძრაობის“, „პატრიოტთა ალიანსის", ბოკერიას პარტიის ხელმძღვანელი, ღმერთმა დამიფაროს რომელიმეს ხელმძღვანელი ვიყო, მაგრამ ერთი წამი არ შევყოყმანდებოდი, შევიდოდი კომისიაში, ჩემგან რომ ყოფილიყო ლამის 4000 კომისიის წევრი საქართველოს მასშტაბით, დაუფიქრებლად შევიდოდი“, - განაცხადა ელისაშვილმა.

რაც შეეხება მექანიზმის გამოყენებას, რომლის თანახმად, ყველას, ვინც მონაწილეობდა არჩევნებში, აქვს ვალდებულება, რომ საჭიროების შემთხვევაში საგამოძიებო კომისიის კითხვებს უპასუხონ, ელისაშვილი ამბობს, რომ ეს ყველაფერი გასაგებია, მაგრამ „გაცილებით მარტივია, რომ დასტური თქვან და ნებაყოფლობით ჩაერთონ“.

„ახლა ხელებგადაგრეხილი მოყვანა და ძალით სადღაც ღობეზე მიბმით დაკითხვები, ნაღდად არ გვინდა, მოვიდნენ ჩაერთონ, თუ დასტურს იტყვიან, ჩვენც დასტურს ვიტყვით,"- განაცხადა ელისაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა