გიგა ბოკერია - გვსურს, ივანიშვილის რეჟიმმა უტიფარი, დანაშაულებრივი შეცდომა არ დაუშვას, მაგრამ თუ ეს მოხდა, შანსები, რომ სამაგალითოდ კანონიერად მოვიქცეთ, ნაკლებია

ვურჩევდი მათივე პოლიტიკური ტყავის ინტერესით ეს დანაშაული არ ჩაიდინონ, მაგრამ თუ ეს მოხდა, შანსები იმისა, რომ სამაგალითოდ კანონიერად მოვიქცეთ არის ნაკლები, - ამის შესახებ ,,ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას საქმეზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ნიკა მელიას დაჭერა ქვეყანას შეუქმნის დიდ პრობლემებს, ხოლო იმას, ვინც ამ გადაწყვეტილებებს მიიღებს, ,,პოლიტიკურად დაღუპავს”.

,,ჩვენ გვსურს, რომ ეს უტიფარი, დანაშაულებრივი შეცდომა ივანიშვილის რეჟიმმა არ დაუშვას,როდესაც იჭერენ ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტიის ლიდერს. ვურჩევდი მათივე პოლიტიკური ტყავის ინტერესით ეს დანაშაული არ ჩაიდინონ, მაგრამ თუ ეს მოხდა, შანსები იმისა, რომ სამაგალითოდ კანონიერად მოვიქცეთ არის ნაკლები. მათ მოუწევთ ძალის გამოყენება მთელი პოლიტიკური სპექტრის და იმ ხალხის წინააღმდეგ, ვინც ამას აპროტესტებს. ნიკა მელიას დაჭერა ქვეყანას შეუქმნის დიდ პრობლემებს, ხოლო იმათ, ვინც ამ გადაწყვეტილებებს მიიღებს პოლიტიკურად დაღუპავს”, - აღნიშნა გიგა ბოკერიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა