ნიკა მელია - ვინც ამბობს, მელიამ სამაჯური მოიხსნა და კანონი დაარღვიაო, იმავე სასამართლო გადაწყვეტილებით, საუბრის უფლებაც მქონდა ჩამორთმეული - თუ დასაჭერი ვიყავი, დასაჭერი ვიყავი 1.5 წლის წინ, რომ ვსაუბრობდი

ვინც კი ამბობს, რომ მელიამ სამაჯური მოიხსნა და კანონი დაარღვია, იმავე სასამართლო გადაწყვეტილებით, საუბრის უფლებაც მქონდა ჩამორთმეული და მაინც ვსაუბრობდი, თუ დასაჭერი ვიყავი, დასაჭერი ვიყავი 1.5 წლის წინ, რომ ვსაუბრობდი, - ასე გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია ჟურნალისტებთან საუბრისას მისი საქმის პროკურორის სასამართლოში გამოთქმულ არგუმენტაციას, რომელიც ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას ითხოვს.

მისივე თქმით, სამაჯურის მოხსნა იყო ერთ-ერთი პუნქტი სასამართლოს გადაწყვეტილებიდან, რომელიც დაარღვია.

„გლდანის რაიონში რომ დავდიოდი, გლდანში, ავჭალასა და მუხიანში უკვე დასაჭერი ვიყავი, იმიტომ, რომ ამ ხელისუფლებამ მითხრა, არ ისაუბროო და მაინც ვსაუბრობდი, მითხრა სახლიდან როცა გამოხვალ, პროკურორს დაურეკეო, არ ვურეკავდი, გამოვდიოდი, მაშინაც ვარღვევდი. ამ გადაწყვეტილებაში იყო საუბრის აკრძალვა, პასპორტი მქონდა ჩამორთმეული, სახლიდან სანამ გამოვიდოდი, პროკურორისთვის უნდა დამერეკა და სამაჯური ერთ-ერთი იყო. ამ ყველაფერს ვარღვევდი, იმიტომ რომ ისეთი უსამართლო გადაწყვეტილება იყო. ამავე გადაწყვეტილებაში რომ ჩაეწერათ, რომ რაღაც მიწიდან აზიდვები უნდა აკეთო დღეში სამაჯერ, ხომ არ გავაკეთებდი?! ისეთივე სისულელე ეწერა“, - განაცხადა ნიკა მელიამ.

ცნობისთვის, ნიკა მელიასთვის აღკვეთი ღონისძიების შეცვლასთან დაკავშირებით სასამართლო პროცესი ამ წუთებშიც მიმდინარეობს, რომელიც რამდენიმე ტელევიზიის მიერ პირდაპირი ეთერის საშუალებით გადაიცემა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო