ალეკო ელისაშვილი - ვიცოდით, რომ თოვლი იყო მოსალოდნელი, წინასწარ დაეყარათ ტექნიკური მარილი - დღევანდელი დღე ილუსტრატორია, როგორი არაეფექტურია ინფრასტრუქტურის სამინისტრო

ინფრასტრუქტურის სამინისტრო არაეფექტური სამინისტროა, დღევანდელი დღე ადასტურებს - თოვლი მოვიდა და პარალიზებულია მთელი საქართველო,- ამის შესახებ მოქალაქეების ლიდერმა ჟურნალისტებს პარლამენტში განუცხადა, სადაც ინფრასტრუქტურის და რეგიონული განვითარების მინისტრს, ვიცე- პრემიერ მაია ცქიტიშვილს პლენარულ სხდომაზე უსმენენ.

ელისაშვილი ინტერესდება, რატომ არ უზრუნველყო ინფრასტრუქტურის სამინისტრომ ტექნიკური მარილის დაყრა გზებზე.

"რა მაგრა მუშაობს ესე იგი ინფრასტეუქტურის სამინისტრო, რამდენიმე დღით ადრე ყველამ ვიცოდით, რომ დიდი თოვლი იყო მოსალოდნელი, რა უნდოდა წინასწარ დაეყარათ ტექნიკური მარილი. დღევანდელი დღეა ილუსტრატორი, როგორი არაეფექტურია ინფრასტრუქტურის სამინისტრო. ეს კითხვა დავუსვი არ იცოდით, რომ თოვლი მოვიდოდა-თქო, თუ იცოდნენ რა თადარიგი დაიჭირეს, როცა ასეულობით მაქანაა მთელ საქართველოში დამტვრეული და გადაადგილებაა გართულებული,"-განაცხადა ელისაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა