ნიკა მელია -  ერთ მხარეს ქართული ეროვნული მოძრაობა დგას, მეორე მხარეს კი ოკუპანტების ინტერესი - ახლა ჩვენი არჩევანია ვინ, სად დადგება

ახლა ჩვენი არჩევანი არის, ვინ, სად დადგება. ან დგები აქ, სადაც არის ქართული სახელმწიფოს ინტერესი ან მეორე მხარეს, სადაც არის მტრულად განწყობილი სახელმწიფოს ინტერესი,-ამის შესახებ „ნაციონალური მოძაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ პარტიის ოფისში ჟურნალისტებს განუცხადა.

მელიამ მის საქმესთან დაკავშირებით საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის, კარლ ჰარცელის განცხადება შეაფასა, რომლის თქმით, ამ შემთხვევას პოლიტიკურ ლანდშაფტზე უფრო ფართო გავლენა ექნება, რაც შეუძლებელს გახდის საერთო ენის გამონახვას და საერთო გამოსავლის პოვნას.

ნიკა მელიას შეფასებით, პროკურორები ხელისუფლების მითითებებს ასრულებენ.

„აქ უკვე მართლა არაფერ შუაში არ არის პარტიული ნიშანი, პარტიული პოლიტიკა. ერთ მხარეს დგას ქართული ეროვნული მოძრაობა და მეორე მხარეს დგას ოკუპანტების ინტერესი, ოლიგარქის წარმომადგენლები. ახლა ჩვენი არჩევანი არის, ვინ, სად დადგება - ან დგები აქ, სადაც არის ქართული სახელმწიფოს ინტერესი ან მეორე მხარეს, სადაც არის მტრულად განწყობილი სახელმწიფოს ინტერესი. ამიტომ, ამ ჭრილში საუბარი რიგით პროკურორზე, რომელსაც რასაც ჩასძახებენ, იმას ამოსძახებს ბატონ მურუსიძეზე, თალაკვაძეზე, კალაძეზე, უხერხულიც კი არის იმიტომ, რომ ეს ხალხი ანტურაჟს ქმნიან, თითქოს ეს არა პოლიტიკოსები, არამედ პოლიტიკაში დასაქმებულები არიან. ეს ხალხი მდიდარმა ადამიანმა, ბატონმა ივანიშვილმა დაასაქმა პოლიტიკაში და ამ ადამიანს ემსახურებიან. თავის მხრივ, ბიძინა ივანიშვილი ქართულ პოლიტიკაში სხვის მიერ არის დასაქმებული“,-განაცხადა მელიამ.

ცნობისთვის, ნიკა მელიას ბრალი 20 ივნისის საქმეზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მისი ხელმძღვანელობისთვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის 1-ელი და მე-2 ნაწილებით აქვს წარდგენილი. 2019 წლის 27 ივნისს, მას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. ასევე, სასამართლოს გადაწყვეტილებით, მას დამატებით შემზღუდავ ღონისძიებად ელექტრონული მონიტორინგი დაუწესდა და სამაჯური გაუკეთდა, თუმცა, ნიკა მელიამ აღნიშნული ელექტრონული სამაჯური 2020 წლის 1-ელ ნოემბერს, საჯაროდ, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე მოიხსნა. აღნიშნულთან დაკავშირებით აღკვეთის ღონისძიების შეცვლის და 100 000-ლარიანი გირაოს გამოყენების შუამდგომლობით პროკურატურამ საქალაქო სასამართლოს მიმართა. 2020 წლის 3 ნოემბერს, საამართლომ უწყების შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა და მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით 70 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. სასამართლოს გადაწყვეტილებითვე, ნიკა მელიას დამატებითი ვალდებულებაც დაეკისრა - მას ბრალდების მხარის წინასწარი ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე, შეეზღუდა საქართველოს საზღვრის კვეთაც. ნიკა მელიამ სასამართლოს მიერ შეფარდებული გირაო არ გადაიხადა, რის გამოც, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ რამდენიმე დღის წინ, ნიკა მელია გააფრთხილა და გირაოს გადასახდელად ერთკვირიანი ვადა მისცა, თუმცა, "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ გირაოს გადახდაზე უარი განაცხადა. პროკურატურამ სასამართლოს მელიასთვის პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით გუშინ მიმართა. უწყებას „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარისთვის პატიმრობის მოთხოვნაზე ნებართვა პარლამენტმა მისცა, რომელმაც ოპოზიციონერ დეპუტატს იმუნიტეტი 88 ხმით მოუხსნა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა