სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, 19 თებერვალს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, 19 თებერვალს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „თელასი“ ავრცელებს.

„ნაძალადევის რაიონში ქსელში გადართვების გამო, 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის, ბარამიძის, სადმელის, სამოცდამეშვიდე, მაღალაშვილის, სამოცდამეცამეტე, კაკაბაძის, გამყრელიძის, ველისციხის, ამირანაშვილის და ჩარგლის ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის, გარიყულის, ჩარგლის, გამყრელიძის, სიხარულიძის, თიანეთის და ბარამიძის ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის და თემქის დასახლების XI მიკრორაიონის II კვარტლის მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო, 14:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თემქის დასახლების III მიკრორაიონის V კვარტლის, ზღვისუბნის დასახლების III მიკრორაიონის V კვარტლის, რომელაშვილის და ისაკიანის ქუჩების მოსახლეობას.

გლდანის რაიონში გადაუდებელი სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის I მიკრორაიონის, ვეკუას და ხიზანიშვილის ქუჩების მოსახლეობას.

ვაკის რაიონში გადაუდებელი სამუშაოების გამო, 13:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონში გადაუდებელი სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ავთო ვარაზის ქუჩის მოსახლეობას.

დიდუბის და საბურთალოს რაიონებში გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივანის (ნაწილობრივ), სამხედრო გზატკეცილის, სოფელი დიღმის, დიღმის მასივის I კვარტლის, იუნკერთა, მიხეილ იოსელიანის, ფეიქართა, მიხეილ ჭიაურელის, ჩაჩავას, ლუბლიანას, ნოდარ ბოხუას და აკაკი ბელიაშვილის ქუჩების მოსახლეობას.

სამგორის რაიონში გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლილოს დასახლების, ჭირნახულის და ფრანგულიანის ქუჩების მოსახლეობას.

ისნის რაიონში ქსელში გადართვების გამო, 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის, ჩოლოყაშვილის II კვარტლის, ბალადანის, სერგო წულაძის, მეველეს, ბოგდან ხმელნიცკის, გუდარეხის, ივანე როსტომაშვილის, ჩარხის, მიხეილ აბრამიშვილის, დიდგორის, ციხისძირის, ლერწმის, ხევის, შალვა დოლიძის, თეთრიწყაროს, ჩოხელის, სახალხოს, სამგორის, მანავის, აბუსერიძე-ტბელის და ბაქარაშვილის ქუჩების მოსახლეობას“,-აღნიშნულია „თელასის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო და აღნიშნავს, რომ სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

ხათუნა ლაგაზიძე  - „ოცნება“ ისეთ თავდაღმართშია, ვერავინ გეტყვით, როდის, რა მომენტში აფეთქდება - პლებისციტზე საუბარმა აზრი დაკარგა, მოლაპარაკება აუცილებელია, მაგრამ უპირობოდ - რიგგარეშე არჩევნებზე
რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს გერმანიაში სეზონურ სამუშაოზე წასვლის მსურველი და რა იქნება საქართველოს მოქალაქეების ანაზღაურება?
ქართული პრესის მიმოხილვა 08.03.2021
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ქართულმა პოლიტიკურმა სისტემამ მდგრადობა დაკარგა და გარე ჩარევის გარეშე მისი გამოსწორება შეუძლებელია
სილქნეტი განცხადებას ავრცელებს (R)