პრემიერის დავალებით, კონსტანტინე ანანიაშვილმა, უამინდობის გამო, რეგიონების სახელმწიფო რწმუნებულებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას დავალებით, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული პოლიტიკისა და კოორდინაციის სამსახურის ხელმძღვანელმა კონსტანტინე ანანიაშვილმა, უამინდობის გამო, რეგიონების სახელმწიფო რწმუნებულებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს, შეხვედრაზე განიხილეს, თუ რა მდგომარეობაა რეგიონებში, უხვი ნალექის გამო. აღინიშნა, რომ გზებზე აქტიურად მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები, მობილიზებულია ტექნიკა და უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს ტექნიკური მარილის დაყრა.

„ინტენსიური თოვის გამო, ცალკეულ მონაკვეთებზე შეიზღუდა საავტომობილო ტრანსპორტის გადაადგილება. ხაზი გაესვა, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები ავტოტრანსპორტის გადაადგილებას არეგულირებენ. ამ ეტაპზე, რჩება გარკვეული შეზღუდვა ყველა სახის ავტოსატრანსპორტო საშუალებისთვის შემდეგ მონაკვეთებზე - მლეთა-გუდაური-კობი, სტეფანწმინდა-ლარსი, ასევე გომბორის და თელავის მიმართულებით აკრძალულია ისეთი სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება, რომლებსაც არ აქვთ მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვი, ასევე შეზღუდვაა ზუგდიდი-ჯვარი- მესტიის მიმართულებით.

კონსტანტინე ანანიაშვილმა სახელმწიფო რწმუნებულებს დაავალა, რომ მაქსიმალური კოორდინაცია ჰქონდეთ შესაბამის უწყებებთან, რათა უხვი თოვლის გამო შექმნილი შეფერხებები მაქსიმალურად მოკლე ვადებში და ეფექტიანად აღმოიფხვრას.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე კახა ბუხრაძე, საავატომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი წერეთელი და საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალიტეტის ორგანოებთან ურთიერთობის და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების დეპარტამენტის უფროსი ირაკლი თოფურია“, - აღნიშნულია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა