გოგი წულაია - ბოლომდე ვიბრძოლებთ ამ ხელისუფლების დასამარცხებლად, რადგან ერთს თუ შეახრამუნებენ გაუტკბებათ და შეგვჭამენ სულყველას

ბოლომდე ვიბრძოლებთ ამ ხელისუფლების დასამარცხებლად, არა მხოლოდ იმიტომ, რომ ძალიან მიყვარს ნიკა მელია, არამედ იმიტომ, რომ ამ გადაწყვეტილებით გადავარჩენ ჩემს თავსაც. ერთს თუ შეახრამუნებენ გაუტკბებათ და შეგვჭამენ სულყველას, - ამის შესახებ „თავისუფალი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გოგი წულაიამ ,,ნაციონალური მოძრაობის” ოფისში მისვლის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, სასამართლოს მიერ პროკურატურის შუამდგომლობის დაკმაყოფილების შემთხვევაში სამართალდამცავებს ვერ დაშლის, თუმცა როგორც შეუძლია ისე დაუპირისპირდება.

,,ძნელი სათქმელია, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ,,ქართული ოცნება”. ყოვლად გაუთვლელი ხელისუფლება გვყავს, არაფერ სახეიროს არ ველი, მაგრამ ვიცი, რომ ბოლომდე ვიბრძოლებთ ამ ხელისუფლების დასამარცხებლად. არა მხოლოდ იმიტომ, რომ ძალიან მიყვარს ნიკა მელია, არამედ იმიტომ, რომ ამ გადაწყვეტილებით გადავარჩენ ჩემს თავსაც. ერთს თუ შეახრამუნებენ გაუტკბებათ და შეგვჭამენ სუყველას, ეს არ მინდა. რომ გითხრათ რემბო ვარ და პოლიციას დავშლი - თქო ტყუილია, მაგრამ როგორც შემეძლება ისე შევებრძოლები, მზად ვარ დავიცვა არამხოლოდ ნიკა მელია არამედ ჩემი თავი, თუ ნიკასთან გაუვიდათ, გაუვათ სხვებთანაც”, - აღნიშნა გოგი წულაიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა