თამარ ტალიაშვილი - დეცენტრალიზაციის მიზნები მაშინ არის მიღწეული, როდესაც მუნიციპალიტეტი აქტიურია და ცენტრალური ხელისუფლების ინიციატივებს არ ელოდება

დეცენტრალიზაციის მიზნები მაშინ არის მიღწეული, როდესაც მუნიციპალიტეტი აქტიურია და არ ელოდება ცენტრალური ხელისუფლების ინიციატივებს, - ამის შესახებ პარლამენტის წევრმა თამარ ტალიაშვილმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც მინისტრის საათის ფორმატში ვიცე-პრემიერს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს მაია ცქიტიშვილის უსმენდნენ.

თამარ ტალიაშვილი, დაინტერესდა როგორ არის დეცენტრალიზებული მმართველობის პრაქტიკა და რა ტენდენციებია ამ მხრივ.

"დეცენტრალიზაციის მიზნები მაშინ არის მიღწეული, როდესაც ადგილზე მუნიციპალიტეტი არ ელოდება ცენტრალური ხელისუფლებისგან დირექტივებს, ინიციატივებს, არამედ თვითონ ახერხებს და აკეთებს საპილოტე პროგრამების, სიახლეების დანერგვას, თქვენი დაკვირვებით ამ წლების განმავლობაში ხედავთ თუ არა დადებით ტენდენციებს?", - განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.

ასევე, თამარ ტალიაშვილი შეეხო რეგიონებში ახალგაზრდების ინტერესებზე მორგებული პროექტების მნიშვნელობას ადგილობრივი განვითარებისათვის.

„რაც შეეხება რეგიონების განვითარებას, ახალგაზრდებისთვის უნდა იყოს საინტერესო რეგიონებში ცხოვრება, საგანმანათლებლო, კულტურული, გასართობი ინფრასტრუქტურის და დასაქმების პროექტების არსებობა. სხვაგვარად გვექნება მზარდი ტენდენცია რეგიონებიდან ახალგაზრდების გადინების. მაინტერესებს ამ თვალსაზრისით თუ არის კოორდინირებული ხედვა დარგობრივ სამინისტროებთან და თუ არსებობს ამ ტიპის საკომუნიკაციო პლატფორმა. ჩვენ, პარლამენტში ამ მიმართულებით ვგეგმავთ მნიშვნელოვან კოორდინაციას და ახალგაზრდების ინტერესების გაძლიერების დაცვის კუთხით ჩართულობას, შესაბამისად მზად ვართ ამ მიმართულებით ვითანამშრომლოთ თქვენს უწყებასთან", - განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.

თამარ ტალიაშვილის განცხადებას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა