არჩილ თალაკვაძე - ძალადობას დემოკრატიად ვერ დაახურდავებენ - ისეთი გადასახურდავებელი პუნქტი არ არსებობს, სადაც მელიას და სააკაშვილის გადახურდავება შეიძლება ხელისუფლებაში

ასეთი გადასახურდავებელი პუნქტი საქართველოში არ არსებობს, სადაც მელიას და სააკაშვილის გადახურდავება შეიძლება ხელისუფლებაში.

არჩევნების ყუთის გვერდის ავლით ამ ქვეყანაში ცვლილებებს ვერავინ გააკეთებს,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, რითიც ნიკა მელიას საქმესთან დაკავშირებით ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის შეფასებებს გამოეხმაურა.

მისივე თქმით, ეთანხმება ევროკავშირის ელჩს შეფასებაში, რომ ნიკა მელია არის დიალოგის ხელის შემშლელი ერთ-ერთი მთავარი მოთამაშე, რომლისთვის არ არის მთავარი შეთანხმება და არ არის მნიშვნელოვანი ამომრჩეველთა მიერ გაკეთებული არჩევანი, არამედ მნიშვნელოვანია, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ოპოზიციაში მონოპოლია მოიპოვოს და შემდეგ ეს „მელია -სააკაშვილის დუეტმა სარფიანად გადაახურდაოს ძალაუფლებაში“. „ევროკავშირის ელჩს ნამდვილად ვეთანხმები იმაში, რომ ნიკა მელიას და მის გუნდს, სააკაშვილს, არცერთი ნაბიჯი არ გადაუდგამთ დიალოგის წარმატებით დასრულებისკენ, პირიქით და მათლაც ასეა, რომ ნიკა მელია და მისი გუნდი, რადიკალური ოპოზიცია დღეს რჩება ზუსტად დიალოგის ხელის შემშლელ მთავარ ძალად და მათი რეალური მიზანი გახლავთ ამ დიალოგის ჩიხში შეყვანა. რაც შეეხება პოლიტიკურ ლანდშაფტს, რასაც ამ ორ დღეში ვხედავთ, შეიცვალა ის, რომ ფანჩატურიდან გზატკეცილზე გადაინაცვლა ამ ოპოზიციურმა სპექტრმა. ამას აქვს თავისი მიზეზები და ახსნადია, თუ რატომ მივიდნენ იქ სხვადასხვა ლიდერები, მათ შორის, ის ლიდერები, რომელთაც, ვიტყოდი, რომ ორგანული პრობლემა აქვთ და ორგანული წინააღმდეგობა „ნაციონალურ მოძრაობასთან“. მე ვიტყოდი, რომ რაც უფრო მეტად მოხდება ლუსტრაცია უპრინციპო ადამიანების, რომლებიც გუშინ ამბობდნენ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არის ანტიჰუმანური და ანტიდემოკრატიული ძალა, ნახეთ, რომ ევროპარლამენტარებმაც უმძიმესი შეფასება გააკეთეს და რადიკალურ ოპოზიციაზე თქვეს, რომ ისინი ძირს უთხრიან საქართველოს დემოკრატიას, ამაზე მძიმე შეფასებები რა უნდა გაკეთდეს,“- განაცხადა თალაკვაძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს