თინა ბოკუჩავა - ოპოზიციური ერთობით ვაჩვენებთ, რუს ბიძინა ივანიშვილს, რომ საქართველოში გავრილოვის დავალებები ასე მარტივად არ სრულდება

ვაჩვენებთ, რუს ბიძინა ივანიშვილს, რომ გავრილოვის დავალებები ასე მარტივად საქართველოში არ სრულდება. ამას ოპოზიციური ერთობით აუცილებლად ვაჩვენებთ, თუ გაბედა ხელისუფლებამ და წავიდა ნიკა მელიას პატიმრობაზე,- ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა თინა ბოკუჩავამ ჟურნალისტებს პარტიის ოფისში განუცხადა.

მისი თქმით, მოსამართლე, რომელიც მელიას საქმეს განიხილავს, პოლიტიკური გადაწყვეტილების მისაღებად თელავიდან თბილისის საქალაქო სასამართლოში საგანგებოდ გადაიყვანეს.

"მოსამართლე ნინო ჩახნაშვილი, რომელიც განიხილავს საქმეს ნიკა მელიას წინააღმდეგ, გამოირჩევა მონური მორჩილებით. ეს არის მოსამართლე, რომელიც საგანგებოდ, კონკურსის გარეშე გადმოიყვანეს თელავიდან იმ მიზნით, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილებები მიეღო. ის ფიგურირებდა ირაკლი ოქრუაშვილის დაცვის, კოშაძის საქმეში. ასევე, გიორგი რურუას წინასწარი პატიმრობის შეფარდებაში, ასევე, ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმეში. ამიტომ, რა თქმა უნდა, გადაწყვეტილებას თვითონ ეს მოსამართლე არ იღებს. ახლა, მთლიანად დამოკიდებული ვართ იმაზე, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს ბიძინა ივანიშვილი. თუ ივანიშვილი გააცნობიერებს, რამხელა ფასის გადახდა მოუწევს, იმ შემთხვევაში თუ ის პოლიტიკური მოტივით დააკავებს მთავარი ოპოზიციური პარტიის ახლადარჩეულ თავმჯდომარეს და ამ საფრთხეს თუ გააცნობიერებს არამხოლოდ ქვეყნისთვის, "ქართული ოცნებისთვის", არამედ მისთვის პირადად, მაშინ გარწმუნებთ, რომ მონურ მორჩილებაში მყოფი მოსამართლე ნინო ჩახნაშვილი არ გამოიტანს წინასწარი პატიმრობის გადაწყვეტილებას. თუ ისეთი უმეცარი აღმოჩნდება ივანიშვილი, რომ დაავალოს ნინო ჩახნაშვილს პატიმრობის შეფარდება, ოპოზიცია ერთად დგას ნიკა მელიას დასაცავად, იმიტომ, რომ ყველა აცნობიერებს, ამით ვიცავთ ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობას, სუვერენიტეტს და ღირსებას. ვაჩვენებთ, მათ შორის, რუს ბიძინა ივანიშვილს, რომ გავრილოვის დავალებები ასე მარტივად საქართველოში არ სრულდება. ამას ოპოზიციური ერთობით აუცილებლად ვაჩვენებთ, თუ გაბედა ხელისუფლებამ და წავიდა პატიმრობაზე", - განაცხადა ბოკუჩავამ.

რაც შეეხება ვანო მერაბიშვილს, რომელიც დღეს "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში მივიდა, ბოკუჩავა ამბობს, რომ როდესაც ოფისში მივიდა "ეს ადამიანი არ უნახავს".

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა