არჩილ თალაკვაძე - ვასილ ჩიგოგიძე  ნიკა მელიას ტელეფონზე ურეკავდა, რომ პასუხი გაეცა ტყუილებზე, რაც გუშინ იკადრა, მაგრამ მელია ემალებოდა, რადგან იცოდა, რომ მისგან მკაცრ პასუხებს მიიღებდა

პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა ნიკა მელია უმრავლესობის დეპუტატ ვასილ ჩიგოგიძეზე „სამარცხვინო ტყუილი გაავრცელა“, როდესაც აღნიშნა, რომ ვასილ ჩიგოგიძე მას პირდებოდა, თითქოს კენჭისყრაზე მისი იმუნიტეტის შეჩერებას ხმას არ მისცემდა.

როგორც თალაკვაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, ნიკა მელია მის მიერ გაკეთებული განცხადების გამო ვასილ ჩიგოგიძეს ემალება, რადგან იცის, რომ მისგან მკაცრ პასუხს მიიღებს.

„სამარცხვინო ტყუილი გაავრცელა გუშინ, თითქოს უმრავლესობის დეპუტატი ურეკავდა და ერთგულებას ეფიცებოდა. დღეს გაირკვა სინამდვილე, ბატონი ჩიგოგიძე ურეკავდა ტელეფონზე, რომ პასუხი გაეცა იმ ტყუილებზე, რაც გუშინ იკადრა. იმალებოდა, ემალებოდა ვასილ ჩიგოგიძეს, რადგან იცოდა, რომ მისგან მკაცრ პასუხებს მიიღებდა. ნიკა მელია როგორ არის ჩაკეტილი ოთახში, სასამართლოს გადაწყვეტილებამდე, აგერ, ფაქტია. ეს არის სინამდვილეში მათი სტილი, როდესაც საკუთარ თვისებებს, საკუთარ ჩადენილ დანაშაულებს აბრალებენ წლების განმავლობაში სხვებს, ვერ გამოვიდნენ აქედან.

მე გეტყვით, რა არის „ნაციონალური მოძრაობის“ გაღიზიანების ყველაზე მთავარი მიზეზი - „ნაციონალური მოძრაობა“, ნიკა მელია, სააკაშვილი და სხვები ვინც იქ არიან, ვერ შეეგუენ ერთადერთს, მათი მმართველობის დროს მიუხედევად იმისა, რომ ჰქონდათ სრული მხარდაჭერა ხალხისგან პირველ წლებში, საერთაშორისო საზოგადოებისგან, ჰქონდათ დაფინანსებაც, ყველა ეს გარემოება ხელს უწყობდათ საქმე ეკეთებინათ და ქვეყანა ემართათ, პრაქტიკულად, 2-3 წელიწადში წააგეს პირწმინდად არჩევნები და იმის შემდეგ გაყალბებით, ტერორით და ძალადობით რჩებოდნენ ხელისუფლებაში. მათ ვერაფრით მოუნელებიათ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ადამიანის ღირსების შელახვის და დამცირების გარეშე, წამების გარეშე, მედიის ტოტალური კონტროლისა და ბიზნესის ტერორის გარეშე შეძლო არა თუ ორი ვადით ემართა ქვეყანა, არამედ, მესამე საპარლამენტო არჩევნებშიც მიეღო მნიშვნელოვანი მხარდაჭერა, რომელიც სრულიად საკმარისია დემოკრატიულ ქვეყანაში უმრავლესობის ჩამოსაყალიბებლად“, - განაცხადა თალაკვაძემ.

ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებით, მას ორი დღის წინ „ქართული ოცნების“ დეპუტატი, ვასილ ჩიგოგიძე დაუკავშირდა და შეხვედრა სთხოვა. როგორც მელიამ აღნიშნა, ვასილ ჩიგოგიძე მას პირდებოდა, რომ კენჭისყრაზე მისი იმუნიტეტის შეჩერებას ხმას არ მისცემდა. ამასთან, მელიას თქმით, ვასილ ჩიგოგიძეს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში „ნაციონალური მოძრაობის“ რიგებიდან უნდა ეყარა კენჭი, თუმცა გადაწყვეტილება შეცვალა.

„გუშინ „ქართული ოცნების“ დეპუტატი ვასილ ჩიგოგიძე შეხვედრას მთხოვდა, ექვსჯერ დამირეკა, თითს არ მივაჭერო და დღეს ისეთი მისცა ხმა, მგონი, ღილაკიც ჩაამტვრია“, - განაცხადა ნიკა მელიამ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში.

სტეპან გრიგორიანი - რუსეთი ჩქარობს სამხრეთ კავკასიაში დასავლეთთან შედარებით უპირატესობის მიღწევას
მინდია დავითაძე - საამაყოა, როცა WIPO-ს გენერალური დირექტორის მხრიდან დადებითად ფასდება საქპატენტის საქმიანობა
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2021
ზურაბ ბატიაშვილი - ხელისუფლებას აქვს მარტივი არჩევანი - ან დასავლეთთან ერთად ან დასავლეთის წინააღმდეგ, ამ არჩევანში თუ დასავლეთის და საკუთარი ხალხის წინააღმდეგ წავლენ, ხელისუფლებას მალევე დაკარგავენ
იურიდიული პირები პროკრედიტ ბანკში ანგარიშებს დისტანციურად გახსნიან
საერთაშორისო სისტემა ინტელიექსპრესი საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროპულ სერვისებზე წვდომას ამარტივებს