ირაკლი ქადაგიშვილი ნიკა მელიაზე - სასამართლოს სხდომაზეც ვერ მიდის, „არაფრის ეშინია“, მაგრამ იმალება

ნიკა მელია იმალება, სასამართლოს სხდომაზეც ვერ მიდის, "არაფრის ეშინია", მაგრამ იმალება და ახლა უნდა დაიცვას გავრილოვის თემამ, რომ ხალხო, გავრილოვი იჭერს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, "ნაციონალურ მოძრაობაში" დაინახეს, რომ "კანონიდან სრული გასვლა დამაზიანებელია მათივე რეპუტაციისთვის, ამიტომ მოიშველიეს გავრილოვი".

"როცა ნიკა მელია უხეშად და საჯაროდ არღვევდა კანონს, ის ამას აკეთებდა იმისთვის, რომ შემდგომი პროვოცირება გამოეწვია სიტუაციის ესკალაციისთვის, ხელი შეეშალა ნებისმიერი პოლიტიკური დიალოგისთვის, გასულიყო კანონის სივრციდან და მისი ხელმძღვანელის, მიხეილ სააკაშვილის შემოთვლილი რევოლუციური სცენარი აემუშავებინა. ახლა, როცა დაინახეს, რომ კანონიდან სრული გასვლა დამაზიანებელია მათივე რეპუტაციისთვის, მოიშველიეს გავრილოვი, რომელიც რეალურად, ხელისუფლების კი არა, მათი უნიათო პოლიტიკური დღის წესრიგის “გამპრავებლად” უნდათ გამოიყვანონ. გავრილოვი თავიდან ბოლომდე მათი პროვოკაციული პოლიტიკის ათვლის წერტილია და გავრილოვს არაფერი საერთო არც ქართულ სამართალწარმოებასთან და მით უმეტეს, “ქართულ ოცნებასთან” არ აქვს. ეს არის “ნაციონალური მოძრაობის” ტრამპლინი და თავიდან ბოლომდე მათი დესტრუქციული დღის წესრიგის „სატოპკე“, ამწევი თემა.

ნიკა მელიას ხმამაღალი განცხადებები კარგად გვახსოვს, არაფრის არ მეშინიაო, მოვისვრი სამაჯურს, კანონს და ყველაფერსო. ეს კაცი იმალება, სასამართლოს სხდომაზეც ვერ მიდის, არაფრის ეშინია, მაგრამ იმალება და ახლა უნდა დაიცვას გავრილოვის თემამ, რომ ხალხო, გავრილოვი იჭერს, თორემ თავად არაფრის არ ეშინია. ეს დესტრუქციული დღის წესრიგი კიდევ ერთხელ ახდენს იმის ლუსტრაციას, რომ “ნაციონალური მოძრაობა” ბოლომდე დესტრუქციულია,"- განაცხადა ქადაგიშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა